ეკონომიკამიგრაციასაქართველო

იანვარში ფულადი გზავნილები შემცირდა – რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი თანხა?

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 242.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8,5%-ით (22.7 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ფულადი გზავნილების ნაკადების შემცირებას მეტწილად რუსეთიდან გზავნილების კლება (წლიურად 62,41%-ით) განაპირობებს. ამასთან, გრძელდება ყაზახეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება (-49.55%). გზავნილების მაქსიმალური წილი (45,1%) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 109.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

თუმცა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ფულადი გზავნილების ძირითადი წყარო არის საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობა, ფულადი გზავნილები გაზრდილია. პირველ ადგილზეა აშშ 47.31 მილიონი დოლარით (წლიურად 23%-იანი მატება), მეორე ადგილზეა იტალია 46.16 მილიონით, მესამეზე კი – რუსეთი 25.46 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილებით.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან მთლიან ფულად გზავნილებში ყველაზე მაღალია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის წილი.

ქვეყნები, საიდანაც 2025 წლის იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.3% იმ უმსხვილეს 22 პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ფულადი გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 22 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95.4% მოდიოდა.

ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 8.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (26.1 მლნ აშშ დოლარი).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close