
2025 წლის 12 თებერვალს სავსე მთვარეა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ასტროლოგების თქმით, ამ დღეს იმატებს ემოციური მუხტი და ბევრი ადამიანი შფოთვას იგრძნობს. დიდია ალბათობა, რომ კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ.
თებერვლის სავსე მთვარე, რომელიც ცნობილია, როგორც „თოვლის მთვარე“, აღმოსავლეთ ჰორიზონტზე გამოჩნდება 2025 წლის 12 თებერვალს. ეს იქნება წლის მეორე სავსე მთვარე და ხილული იქნება საღამოს ბინდში. მთვარე ამოვა ლომის თანავარსკვლავედში, კაშკაშა ვარსკვლავ რეგულუსის გვერდით, რომელსაც „ლომის გულსაც“ უწოდებენ. რეგულუსი, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 79 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია და ერთ-ერთია ძველი სპარსული ასტრონომიის ოთხი „სამეფო ვარსკვლავიდან“ ალდებარანთან, ანტარესთან და ფომალჰაუტთან ერთად. ეს ვარსკვლავები განლაგებულია ეკლიპტიკასთან ახლოს, რის გამოც ისინი ცაზე ხშირად მთვარესა და პლანეტებთან ახლოს ჩანან.
სავსე მთვარე მაქსიმალურ ფაზას 12 თებერვალს თბილისის დროით 17:53 სთ-ზე მიაღწევს, თუმცა დედამიწის თანამგზავრი ვიზუალურად სავსე იქნება როგორც 11, ისე 13 თებერვალს.
„თოვლის მთვარის“ ამოსვლის საუკეთესო დაკვირვებისთვის რეკომენდებულია აირჩიოთ ადგილი აღმოსავლეთ ჰორიზონტის ხედით, უმჯობესია გორაკი ან რაიმე სიმაღლე, საიდანაც აღმოსავლეთით ჰორიზონტის ხედი იშლება. მთვარე შესანიშნავად ჩანს შეუიარაღებელი თვალით, მაგრამ მისი ზედაპირის დეტალურად შესასწავლად შეგიძლიათ ბინოკლი ან ტელესკოპი გამოიყენოთ .
თებერვლის სავსე მთვარეს „თოვლის მთვარეს“ მისი კაშკაშა და ცივი ფერის გამო უწოდებენ. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მას ძველად ძლიერ თოვასაც უკავშირებდნენ.
როგორ იმოქმედებს „თოვლის მთვარე“ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მდგომარეობაზე? თქვენი პირადი და პროფესიული ცხოვრების რომელ სფეროებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და რის გაკეთება არ არის რეკომენდებული?
ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია იპოვოთ ბალანსი საკუთარ სურვილებსა და სხვების საჭიროებებს შორის.
ამავდროულად, სავსე მთვარე მოქმედების ძლიერ იმპულსს იძლევა და ეს ჩვენ სასარგებლოდ შეიძლება გამოვიყენოთ. როდესაც მზე მერკურთან ერთადაა მერწყულში სავსე მთვარის დროს, საშუალება გვეძლევა, მივიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი გარემოდან, რომელიც მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.
სავსე მთვარის დროს არ არის მიზანშეწონილი დიდი შესყიდვების ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. უმჯობესია ამ დროს თვითშემეცნებაში ჩაერთოთ, ჩამოწეროთ და განავითაროთ თქვენი იდეები. ლომში სავსე მთვარის დროს შესაძლებელია საკუთარი თავის წარმატებით წარმოჩენა. სავსემთვარეობის დროს შეგიძლიათ დატენოთ ამულეტები, სამკაულები და საფულე. ამისათვის 12 თებერვლის ღამეს მოათავსეთ ისინი ფანჯრის რაფაზე მთვარის მხარეს. საფულე მაღალი ნომინალის კუპიურებით უნდა იყოს სავსე. ეზოთერიკოსების მტკიცებით, ეს რიტუალი ანალოგიურად მუშაობს საბანკო ბარათებზეც.
ვერძს სავსე მთვარე ახალ კავშირებს და თანამშრომლობის შესაძლებლობებს მოუტანს. ყურადღება მიაქციეთ ახლო სამეგობრო წრეს: მეგობრებს შეუძლიათ საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეები მოგაწოდონ. ასევე კარგი იდეაა, რომ ამ სავსემთვარეობის დროს საკუთარი თავისთვის რამე სასიამოვნო დაგეგმოთ: დაკავდეთ ჰობით ან წახვიდეთ გამოფენაზე.
კუროს სავსე მთვარე სახლში ცვლილებებს მოუტანს. ეს შეიძლება იყოს რემონტის იძულებითი, დაუგეგმავი ხარჯები, ამიტომ ამ დღეს ფრთხილად უნდა იყოთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ მშობლებთან ურთიერთობას და ეცადეთ კონფლიქტში არ შეხვიდეთ.
ტყუპებისთვის სავსე მთვარე ხელსაყრელი იქნება, ისინი ახალ ნაცნობებს შეიძენენ. შესაძლოა დაგეგმოთ განათლების საკითხები და მოკლე მოგზაურობა. მნიშვნელოვანია ხისტი კონფლიქტების თავიდან აცილება. კარგი დროა მეგობრული შეხვედრებისთვის.
კირჩხიბები ამ სავსემთვარეობის დროს ფულზე გაამახვილებენ ყურადღებას. ფულის შოვნის ახალი შესაძლებლობები გექნებათ. არ გაუშვათ ხელიდან თქვენი შანსი, თუმცა გახსოვდეთ, რომ რასაც აკეთებთ, უნდა გიყვარდეთ და გულით აკეთებდეთ. იყიდეთ სახლისთვის რაღაცები, რომ ინტერიერი გაახალისოთ და თვალი გაახაროთ.
ვინაიდან სავსე მთვარე ლომის ნიშანშია, ის ყველაზე დიდ გავლენას ამ ნიშანზე მოახდენს. ამ დროს მიიღებთ მნიშვნელოვან მინიშნებებს იმის შესახებ, თუ სად უნდა წახვიდეთ შემდეგ. ყურადღება მიაქციეთ ცვლილებებს, რომლებიც შეიძლება მოხდეს ამ დღეს და ნუ შეეწინააღმდეგებით მათ. კარგი მიზეზია თქვენი იმიჯის შესაცვლელად, განსაკუთრებით თუ გსურთ, უფრო ეფექტურად გამოიყურებოდეთ.
ქალწულებისთვის ეს დღე ემოციური იქნება, მაგრამ პროცესების უმეტესობა თქვენს შიგნით მოხდება. სავსე მთვარის ღამის სიზმრები მოგცემთ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ რა უნდა შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. საყვარელი ადამიანებისთვის თქვენი გამოცდილების გაზიარება კარგ შედეგს მოიტანს. სხვადასხვა საკითხზე შესაძლოა რეალისტური შეხედულებები გქონდეთ.
სასწორებს სავსე მთვარე ჰარმონიას მოუტანს და თანამოაზრეების პოვნაში დაეხმარებათ. თუ ადამიანებთან მუშაობთ, კლიენტები სიმრავლე გექნებათ. კარგი დროა ჰობისთან დაკავშირებული უნარების გასავითარებლად.
სავსე მთვარე ლომში გავლენას მოახდენს თქვენს კარიერაზე. მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები. თუმცა სწორ მიდგომას თუ იპოვით, პირიქით, ძალიან დიდი პროფესიული ნახტომის გაკეთების შესაძლებლობა გექნებათ. ეს ასტროლოგიური მოვლენა ხაზს უსვამს მომენტებს, როდესაც საკუთარი თავის უფრო შემოქმედებითად წარმოჩენის საშუალება გექნებათ.
მშვილდოსნისთვის ეს სავსე მთვარე ახალ გამოწვევებს და მოგზაურობას ეხება. ეს თქვენთვის ჰარმონიული დროა, როდესაც შეძლებთ დაინახოთ, საით მიმართოთ თქვენი ძალები მომავალში. თუ სწავლობთ, მაშინ სწავლაში დიდი მიღწევებია მოსალოდნელი. „თოვლის მთვარე“ ასევე საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაეცნოთ საკუთარ თავს, ამიტომ კარგი იქნება, დრო დაუთმოთ მედიტაციას.
სავსე მთვარე თხის რქებს მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს, რომლებიც დიდი ხანია საჭირო იყო. მიხვდებით, რას უნდა შეელიოთ და პირიქით, რა უნდა შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. „თოვლის მთვარე“ საშუალებას მისცემს ზოდიაქოს ამ ნიშანს, გაარკვიოს თავისი ჩრდილოვანი მხარე და მიიღოს მისგან ყველაფერი, რაც სასარგებლოა მისი პიროვნული რეალიზაციისთვის. ამ სავსე მთვარის საშიშროება კონფლიქტის გაზრდილი რისკია, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში და წყენას გულში ნუ ჩაიდებთ, უმჯობესია დაუყოვნებლივ თქვათ, რა არ მოგწონთ, მაგრამ თქვათ კორექტულად და კეთილგანწყობით და არა ხისტად.
მერწყულს რაც შეეხება, მათთვის სავსე მთვარე ყველაზე მეტად იმოქმედებს ურთიერთობებზე. თუ მარტოხელა არ ხართ, ამ დღეს თქვენი პარტნიორი შესაძლოა მოგეჩვენოთ უცხო, მტრულად განწყობილ ადამიანად მოგეჩვენოთ, თუმცა ყოველთვის შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ერთმანეთი თავად აირჩიეთ და ყველაზე ჰარმონიულ ურთიერთობასაც შეიძლება ზოგჯერ ჩრდილი მიადგეს, მთავარია, მცირე კრიზისული მომენტები ერთობლივად გადალახოთ. მარტოხელა მერწყულს სავსე მთვარე აუცილებლად მოუტანს რამდენიმე ახალ ნაცნობობას და შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობაც დაიწყოს.
თევზებისთვის ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის თემა განსაკუთრებით მწვავე იქნება. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მდგომარეობას ამ დღეს. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას. სავსე მთვარე ლომში შესაძლებლობას მოგცემთ, გადახედოთ თქვენს ერთფეროვან და მოსაწყენ ყოველდღიურობას და ის უფრო ჯანსაღი და ფერადი გახადოთ.
შემდეგი სავსე მთვარე, რომელსაც „ჭიის მთვარეს“ უწოდებენ, 14 მარტს იქნება. ამ დღეს მთვარის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი. მისი დანახვას დაინტერესებული ადამიანები შეძლებენ ამერიკიდან, ახალი ზელანდიიდან და აღმოსავლეთ აზიიდან, დასავლეთ ევროპიდან და დასავლეთ აფრიკიდან. მთვარე დედამიწის ჩრდილში შევა და მოწითალო-ნარინჯისფერ ელფერს შეიძენს ატმოსფეროში მზის შუქის გაფანტვის გამო. ამ ფენომენს „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ. მთვარის დაბნელება საათსა და 5 წუთს გაგრძელდება.
მთვარის სრული დაბნელება მარტში 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი ასტრონომიული მოვლენა იქნება.
თამთა გურული
კომენტარები