ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 10 – 16 თებერვალი
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2024/03/horo-zodiac.jpg)
ახალი კვირა – 10-იდან 16 თებერვლამდე პერიოდი საუკეთესო დროა საკუთარი თავის გამოხატვისთვის. ამ პერიოდის ენერგიულ ფონს განსაზღვრავს სავსე მთვარე ლომში 12 თებერვალს (ე. წ. „თოვლის მთვარე“), რომელიც თვითგამოხატვის, კრეატიულობისა და თავდაჯერებულობის მძლავრი ენერგიით გვმუხტავს.
ლომი არის სიკაშკაშის, ქარიზმის, ლიდერობისა და შემოქმედების ნიშანი. ის მოგვიწოდებს, გამოვიდეთ ჩრდილიდან, გამოვაჩინოთ საკუთარი თავი და ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი უნიკალურობა. ლომის ნიშანში სავსე მთვარე აღიარების, მოწონებისა და თვითრეალიზაციის სურვილს აძლიერებს.
მთელი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა იმუშავებს საკუთარ ფიზიკურ მომზადებაზე და დაგროვილი ამოცანების შესრულებაზე. მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ჩვენი საუკეთესო შესაძლებლობები და გადავდგათ გაბედული ნაბიჯები.
ამ კვირაში სამსახურში ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ გირჩევთ, ამჯერად იმ თავბრუდამხვევ წინადადებებზეც კი არ ღირს ნაჩქარევად დათანხმება, რომლებიც ძალზე ადვილი განსახორციელებელი მოგეჩვენებათ. შეძლებთ, თავი დააღწიოთ პრობლემებს რეალური ინფორმაციის საჭირო დროს და საჭირო ადგილას გამოყენების მეშვეობით. იმუშავეთ კოლეგებთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაზე, რათა უფრო მედგრად გაუწიოთ წინააღმდეგობა არაკეთილსინდისიერ ადამიანებს. წარმატების მიღწევაში ასაკოვანი და გამოცდილი პიროვნება დაგეხმარებათ.
პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას მარტო არ დარჩებით და საკუთარ თავში არ ჩაიკეტებით.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 10
კვირის დასაწყისში შეეცადეთ, აღმოფხვრათ ნაკლოვანებები და შეცდომები სამსახურში. რაღაც ახლის სწავლის იდეა ძალიან გონივრული და დროულია. ოთხშაბათს, თქვენი ხიბლისა და დიპლომატიური უნარების გამოყენებით, შეგიძლიათ უპრობლემოდ დაიწყოთ გეგმების განხორციელება და ირგვლივ მყოფებიც ჩართოთ თქვენს საქმეებში. პასუხისმგებლობის გრძნობისა და თავდაჯერებულობის წყალობით წარმატებას ადვილად მიაღწევთ, თუმცა თქვენს წინსვლაში არანაკლებ წვლილს შეიტანენ თქვენი ოჯახის წევრები, რომლებთან ერთადაც დასვენების დღეებს მშვიდ და სასიამოვნო გარემოში გაატარებთ.
შაბათს სასურველია მოაწყოთ შეხვედრა ძველ მეგობრებთან – არ ინანებთ.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 13
ამ კვირაში ყველა საქმეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიუდგებით და დასახული მიზნის დამოუკიდებლად მიღწევასაც ყველანაირად შეეცდებით. თუ საკუთარ არც თუ მწირ შესაძლებლობებს გონივრულად გამოიყენებთ, საზოგადოებისა და საქმიანი პარტნიორების ყურადღებასაც ადვილად მიიპყრობთ. მთავარია არ გაჩერდეთ, წინსვლა წარმატებას მოიტანს. ბედი კეთილგანწყობილი იქნება თქვენ მიმართ, არ გამოტოვოთ თქვენი შანსი. შეგიძლიათ ოცნება აიხდინოთ. პირველ რიგში, ეს ეხება პირად ცხოვრებას და შემოქმედებას.
შაბათ-კვირას მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ თქვენს ოჯახს და სახლს. ეცადეთ, ბუნებაში გახვიდეთ და დიდებული შთაბეჭდილებებით აივსოთ.
სასიკეთო დღეები: 10, 15.
არასასიკეთო დღე: 12.
ამ კვირაში პროფესიულ საქმიანობაში ბევრს მიაღწევთ და მოახერხებთ კიდეც თითქმის ყველა თქვენი გეგმის რეალიზებას, უბრალოდ, ეცადეთ არ იდარდოთ და საკუთარი ძალების რწმენა არ დაკარგოთ. თქვენმა წარმატებამ შეიძლება გამოიწვიოს შური ირგვლივ მყოფთა შორის. შესაძლოა მეგობრებთან ურთიერთობაში სირთულეები წარმოიშვას, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება სრულიად განსხვავებულად მოიქცეს, ვიდრე თქვენ მოელით. კვირის ბოლოსთვის მატერიალურ მდგომარეობასაც საგრძნობლად გაიუმჯობესებთ. იმის გამო, რომ სამსახურში ძალიან დატვირთული იქნებით, შესაძლოა პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნათ.
შაბათ-კვირას თქვენთვის უმთავრესი იქნება სასიყვარულო ურთიერთობების განმტკიცებასა და შემოქმედებით საქმიანობაზე ზრუნვა.
სასიკეთო დღეები: 12, 16.
არასასიკეთო დღე: 11.
ლომი
ამ კვირაში შეეცადეთ, წინასწარ შეადგინოთ სამოქმედო გეგმა და მასზე იყოთ ორიენტირებული, თორემ უამრავი საქმე და საზრუნავი გექნებათ. ნუ მისცემთ „საკვებს“ ჭორაობისთვის შურიან კოლეგებს. შუა კვირაში მოგიწევთ, საქმეებს დიდი დრო და ენერგია დაუთმოთ, მიუხედავად ძლიერი შინაგანი წინააღმდეგობისა, მაგრამ შეეცადეთ, ძალიან არ დატვირთოთ. თუ მშვიდი და მიზანდასახული ხართ, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ წარმატებას. პარასკევს კარგი იქნება საღამოს სასიამოვნო გარემოცვაში გატარება, თეატრში ან რესტორანში მეგობრებთან ერთად წასვლა.
შაბათ-კვირას შეიძლება უთანხმოება წარმოიშვას ოჯახის წევრებთან, რომელიც ადვილად მოგვარდება დროული და კონსტრუქციული წინადადებით. თუ დაქორწინებული არ ხართ, არაა გამორიცხული, მალე ოჯახის შექმნაზეც სერიოზული ზრუნვა დაიწყოთ.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 10.
ამ კვირაში რეალისტური დასკვნების გამოტანის უნარი საშუალებას მოგცემთ, ოპტიმალურად აირჩიოთ სწორი მიმართულება და შემდეგი ნაბიჯებისთვის ძალა მოიკრიბოთ. სამშაბათს ყურადღება უნდა მიაქციოთ რჩევებს, რომლებსაც გამოცდილი კოლეგები მოგცემენ. ხუთშაბათს ზედმეტად არ უნდა მოინდომოთ სხვა ადამიანების ინტერესების დაცვა, რადგან სამსახურში საქმეები წარმოუდგენელი სისწრაფით დაგროვდება და დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. თუ თქვენი საქმიანობა ხელოვნებასთანაა დაკავშირებული, ამ კვირაში სერიოზული წარმატება გელით.
შაბათ-კვირას შეეცადეთ, ოჯახში არავისთან იკამათოთ. ბუნებაში გასვლა, ან სადმე მშვიდ გარემოში ყოფნა ძალიან კარგი იქნება.
სასიკეთო დღეები: 10, 13
არასასიკეთო დღე: 14.
ამ კვირაში დაბრკოლებები ან შეზღუდვები თქვენს გზაზე, უბრალოდ, გაქრება. იმოქმედეთ, წინ იარეთ! წარმატებები გელით, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. სამსახურში ნუ იჩქარებთ ახალი რთული პროექტების დაწყებას. ყველაფერი კარგად უნდა გააანალიზოთ, აღიაროთ დაშვებული შეცდომები და მათ გამოსწორებას შეეცადოთ. კარგი იქნება, თუ ზედმეტი ხარჯებისგან თავს შეიკავებთ და დახმარებას იმ ადამიანებს გაუწევთ, რომლებიც თქვენს კეთილგანწყობას იმსახურებენ.
შაბათ-კვირას თქვენი ოჯახის კეთილდღეობა დიდწილად თქვენზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ მოთმინებით აღჭურვეთ და ოპტიმისტურად განეწყვეთ.
სასიკეთო დღეები: 14, 15.
არასასიკეთო დღე: 11.
სრულიად მოულოდნელად არა მარტო დიდი ხნის წინ დაწყობილ გეგმებს, არამედ მათი განხორციელების გზებსაც კარდინალურად შეცვლით. მეტიც, შეიძლება საქმიანობის სფეროს შეცვლის დაუოკებელი სურვილიც გაგიჩნდეთ. ხელსაყრელი დროა სამუშაოსადმი შემოქმედებითი მიდგომის განსახორციელებლად. დაგჭირდებათ მთელი თქვენი მონდომება და აქტიურობა, რომ ცხოვრებაში დანერგოთ ახალი მოწინავე ტექნოლოგიები. სამუშაო მოგებასა და მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. კვირის ბოლო დღეებში გაიზრდება გაძარცვისა და სერიოზული მატერიალური დანაკარგების ალბათობა, ასე რომ, ფრთხილად იყავით!
შაბათ-კვირას შეგიძლიათ თავდაჯერებულად გქონდეთ თქვენი ახლო მეგობრების დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 11.
ამ კვირაში ყველა შანსი გაქვთ, მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ამის მტკიცე გადაწყვეტილება. უმჯობესია არ უთხრათ უცნობებს თქვენი პირადი ცხოვრების დეტალები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ ჭორის გავრცელების თავიდან აცილება. მაგრამ შეგიძლიათ თავდაჯერებულად აჩვენოთ თქვენი შემოქმედებითი მიღწევები სხვებს, არის შანსი, რომ ცნობილი გახდეთ, როგორც შემოქმედი. და გახსოვდეთ, რომ ყველა თქვენი წარმატება თქვენი შესაძლებლობებისა და ძალისხმევის შედეგია, მიუხედავად იმისა, რის თქმასაც არ უნდა შეეცადონ ამის შესახებ.
შაბათ-კვირას ცვლილებების სურვილმა შესაძლოა გადამწყვეტი მოქმედებისკენ გიბიძგოთ.
სასიკეთო დღეები: 10, 14.
არასასიკეთო დღე: 11.
ახალი კავშირების დასამყარებლად და სარფიანი ხელშეკრულებების დასადებად ფრიად სახარბიელო დრო დგება. საჯარო გამოსვლებით ავტორიტეტს საგრძნობლად განიმტკიცებთ. თქვენი ეფექტურობა გარშემო მყოფებს გააოცებს. შუა კვირაში შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, მოემზადეთ მასზე რეაგირებისთვის. კარგი იქნება, თუ ამ დღეებში არც ოჯახის წევრებს მოაკლებთ ყურადღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გულისწყრომას დაიმსახურებთ.
შაბათ-კვირას ოჯახში მოიწვიეთ მეგობრები ან ნათესავები და ბოლო პერიოდში კომუნიკაციის ნაკლებობა აინაზღაურეთ.
სასიკეთო დღეები: 10, 13.
არასასიკეთო დღე: 12.
ამ კვირაში შემოქმედებითი საქმიანობის დაწყების დაუოკებელი სურვილი მოგეძალებათ, თუმცა საქმე, რომლითაც ამდენ ხანს იყავით დაკავებული, ამის საშუალებას ნაკლებად მოგცემთ. საქმიანი პარტნიორები ერთდროულად რამდენიმე სარფიან წინადადებასაც შემოგთავაზებენ. ვარსკვლავების რჩევაა, მათგან მხოლოდ ის აირჩიოთ, რომელიც ყველაზე ნაკლებვადიან დაბანდებას ითხოვს. ოთხშაბათს ჯობია დარჩენილი ამოცანები დაასრულოთ და ხუთშაბათიდან ახალი გეგმების განხორციელებაზე იფიქროთ.
არ დაივიწყოთ ყოველდღიური საზრუნავი. ოჯახურ ურთიერთობებში ყველაფერი უჩვეულოდ წარმატებული იქნება.
სასიკეთო დღეები: 14, 16.
არასასიკეთო დღე: 11.
კვირის პირველ ნახევარში ფრთხილად იყავით. ორშაბათს სავარაუდოა კონფლიქტური სიტუაციები სამსახურში. მოუსმინეთ ინტუიციის ხმას და საჭირო დროს ზუსტად იმ ადგილას აღმოჩნდებით, სადაც თქვენი ყოფნა სწორი იქნება. ოთხშაბათს გაიცნობთ პიროვნებას, რომელიც სერიოზულ მფარველობას გაგიწევთ და ოპტიმიზმითაც აგავსებთ. კარგი იქნება, თავი შეიკავოთ ხანგრძლივი მოგზაურობისგან, რადგან თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. ამ კვირაში შესაძლოა მნიშვნელოვანი მოგება ნახოთ ენერგიულ ადამიანებთან ერთობლივი ბიზნესიდან.
უქმე დღეები ჯობს მეგობრების წრეში გაატაროთ. ასევე, მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.
სასიკეთო დღეები: 11, 15.
არასასიკეთო დღე: 12.
თამთა გურული
კომენტარები