მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის იანვარში – როდის უნდა ველოდოთ და რა უნდა ვიცოდეთ უარყოფითი გავლენის შესამცირებლად
გეომაგნიტური თვალსაზრისით, 2025 წლის იანვარი შედარებით მშვიდი იქნება, თუმცა დროდადრო მაინც არის მოსალოდნელი სერიოზული გეოშტორმები. ექსპერტების წინასწარი პროგნოზით, გველოდება რამდენიმე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამინდზე დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობაზე. ზემოქმედების შესამცირებლად რეკომენდებულია წინასწარ მომზადება ამ დღეებისათვის.
რა არის მაგნიტური ქარიშხალი?
ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწამდე ერთ დღე-ღამეში აღწევენ და მის მაგნიტურ ველს ცვლიან. რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
არსებობს მაგნიტური ქარიშხლების ხუთი დონე: G1 – სუსტი ქარიშხალი (5 ბალი), G2 – ზომიერი (6 ბალი), G3 – ძლიერი (7 ბალი), G4 – ძლიერი (8 ბალი), G5 – უკიდურესად ძლიერი (9 ბალი).
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, მაგნიტური ქარიშხალი გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.
მაგნიტური შტორმების კალენდარი 2025 წლის იანვარში
2025 წლის იანვრის პირველ შაბათ-კვირას ამინდზე დამოკიდებულმა ადამიანებმა გეომაგნიტური ველის დარღვევების გამო შეიძლება მცირე სისუსტე იგრძნონ.
გეომაგნიტური ველის პირველი დარღვევა მოსალოდნელია 5 იანვარს (4 ბალი), მეორე დღეს შტორმი შემცირდება (3 ნალი). შემდეგი მაგნიტური ქარიშხალი მოსალოდნელია 10, 16, 19 იანვარს (4 ბალი). სუსტი აქტივობა დაფიქსირდება 11, 12, 17, 18, 20-23 იანვარს (3 ბალი).
მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- თავის ტკივილი
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
- გულისრევა
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი
- არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა
- ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება
როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან
- გააკონტროლეთ არტერიული წნევა;
- თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);
- თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;
- შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;
- დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ ტკბილს ვერ ელევით, თაფლით დაატკბეთ;
- რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;
- მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
განსაკუთრებული გაფრთხილება
ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულსისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციონალური მოშლა.
ამასთან, ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა აუწიოს ტემპერატურამ.
ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება ძალიან აღგზნებული და გრესიული გახდეს, გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრაცია და საშინაო დავალებების შესრულება.
თუ ამ პერიოდში მშობლები თუ პედაგოგები ბავშვს სათანადოდ არ მოექცევიან და ვერ გაუგებენ მას, მოზარდის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.
კომენტარები