ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 30 დეკემბერი – 5 იანვარი

2025 წლის პირველი კვირა ექსცენტრიკული და დინამიკური იქნება. სანამ ყველა მანევრირებას ახდენს სახლში დღესასწაულსა და სტუმრებს შორის, საახალწლო არდადეგებისთვის გამოყოფილი დრო თანდათან უახლოვდება დასასრულს. მხოლოდ უმცირესობა ფიქრობს ამაზე და იწყებს მზადებას ახალი სამუშაო წლისთვის. ადამიანების უმეტესობა კი კვლავ ელოდება საახალწლო მაგიას: ზოგი შემოსავლის უეცარ მატებას, ზოგი კი შეხვედრას იდეალურ მეორე ნახევართან. ვარსკვლავების წინასწარმეტყველებით, ამ ოცნებას აქვს ახდენის შანსი და გაცნობა შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი მოხდეს.

ვერძი

კარგი, ჭეშმარიტად სადღესასწაულო კვირაა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, ყველა სიკეთე თავისთავად მოვა თქვენთან და თქვენ არც კი გჭირდებათ ამისთვის მომზადება, ვერც კი შეამჩნევთ, რამდენად მარტივად და მოხერხებულად გაართმევთ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.  საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დიდ სიხარულს განგაცდევინებთ. როგორც ვარსკვლავები მოწმობენ, ეს შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ დაგეგმოთ მოკლე ოჯახური მოგზაურობა, ნათესავებთან შეხვედრა, წარსულის მხიარული  დღეებისა და მოვლენების გახსენება. ძალიან კარგი იქნება, თუ მშობლებს სასიამოვნო საჩუქრებს გაუკეთებთ.

ეს კვირა პროფესიულ სფეროშიც  კეთილდღეობას, წარმატებასა და პერსპექტივას გპირდებათ.

სასიკეთო დღეები: 31, 2.

არასასიკეთო დღე: 4.

კურო

საახალწლო კვირა, სავარაუდოდ, სავსე იქნება თქვენთვის ბევრი მოულოდნელი მოვლენით. უმრავლესობა თქვენგანს  ექნება ახალი შესაძლებლობები და თავისუფალი არჩევანი ცხოვრების ყველა სფეროში. მთავარია ამ თავისუფლებისა და შესაძლებლობების სწორად გამოყენება, რადგან დიდია შეცდომების დაშვებისა და საკუთარი თავისთვის უნებლიეთ ზიანის მიყენების რისკი. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდეთ და ისე იმოქმედოთ. ხუთშაბათს დაწყებულ ყველა საქმეს განსაკუთრებით კარგად გააკეთებთ. პარასკევს შეეცადეთ, სიზარმაცემ და მიწიერმა ცდუნებებმა არ გძლიოთ, მოერიდეთ კონფლიქტებს.

ამ კვირაში შესაძლებელია ადრინდელი სასიყვარულო ურთიერთობების განახლება.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 30.

ტყუპი

სასწაულების, საჩუქრების და სურვილების ასრულების დრო მოდის. იოცნებეთ და დაისახეთ მნიშვნელოვანი მიზნები, თქვენ მათ ძალიან მალე მიაღწევთ! მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გქონდეთ მეგობრული განწყობა. მოულოდნელად შეიძლება გესტუმრონ ახლობლები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, ან დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა გქონდეთ ძველ მეგობართან. თქვენს მიღწევებს სამსახურში კარგად დააფასებენ, რამაც შეიძლება მოგიტანოთ დამატებითი მატერიალური სარგებელი და კარიერული პერსპექტივები. აგრეთვე, არის მომგებიანი შემოთავაზების შანსი.

კვირის ბოლოს საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. შესაძლოა ქორწინების წინადადებაც მიიღოთ.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 2.

კირჩხიბი

კვირის დასაწყისში შეიძლება წარმოიშვას პრობლემები, რომელთა მოგვარება მხოლოდ პირადი კავშირების, ერთგული და სანდო მეგობრების დახმარებითაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ არ გაირთულოთ  ცხოვრება, უმჯობესია მოერიდოთ მორალისტის ტონს ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას. მოვაჭრეებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც შესაფერის მომენტს ელოდნენ  საკუთარი ბიზნესის შვილებისთვის გადასაცემად, ამ სადღესასწაულო კვირას შეუძლიათ ბიზნესის სადავეები გადასცენ მათ, თუმცა კონტროლის უფლება დაიტოვონ.

დღესასწაულის აღნიშვნა შეგიძლიათ მხიარულად და აქტიურად. საყვარელი ადამიანებისგან სასიამოვნო საჩუქრებს ელოდეთ. შაბათ-კვირა ხელსაყრელია კომფორტული დასვენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 31, 4.

არასასიკეთო დღე: 3.

ლომი                                      

დიდი ალბათობით, ეს თქვენთვის მხიარული საახალწლო კვირა იქნება. ორშაბათს სამოგზაუროდ წასვლა დასვენებას სასიამოვნო და მრავალფეროვანს გახდის. სავარაუდოდ, შეხვდებით კარგ მეგობრებს, რომლებთან ურთიერთობაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. ბევრი რამ, რაც ამ კვირაში მოხდება, მოსალოდნელია, რომ სერიოზულად იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე უახლოეს პერსპექტივაში. თქვენი ენერგია პოზიტიურ ჩარჩოებში მოაქციეთ და შეძლებთ საკუთარი ინტერესების დაცვას და გარშემო მყოფების მხარდაჭერის მოპოვებას. ეს კი დაგეხმარებათ როგორც სამსახურებრივი, ისე პირადი ურთიერთობების მოგვარებაში.

პერსპექტიულია უცხოელებთან კონტაქტი ან უცხოეთში მოგზაურობა.

სასიკეთო დღეები: 31, 1.

არასასიკეთო დღე: 4.

ქალწული

ამ კვირაში დიდ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. მნიშვნელოვანია ახალი წლის აღნიშვნა სტაბილურ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება და ფინანსური პრობლემები არ შეგექმნებათ. ხუთშაბათს შესაძლებელია მოულოდნელი სირთულეები, რომელთა გადალახვაც გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. დროა განახორციელოთ თქვენი გეგმები და პროექტები, გაამჟღავნოთ საკუთარი იდეები. ნაკლები ისაუბრეთ საკუთარ თავზე და თქვენს განზრახვებზე, ეს მათი წარმატებით განხორციელების ალბათობას გაზრდის.

ამ კვირაში შეძლებთ წარმატებით მოაგვაროთ პირად ცხოვრებაში ნებისმიერი საკითხი, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ჰარმონია თქვენს სახლში.

სასიკეთო დღეები: 1, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

სასწორი

ამ სადღესასწაულო კვირაში ვარსკვლავები გპირდებიან ნათელ შთაბეჭდილებებს, გემრიელ სუფრებს და სასიამოვნო კომუნიკაციას. თქვენი ურთიერთობა ირგვლივ მყოფებთან შეიძლება საკმაოდ ემოციური იყოს. ახლობლებთან თქვენი თბილი გრძნობების გამოხატვის სურვილი გაგიჩნდებათ. გექნებათ შანსი, მნიშვნელოვნად გაიძლიეროთ ავტორიტეტი, მოაგვაროთ პრობლემები ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე. ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ხელშესახებ სარგებელს მოგიტანთ.

გამორიცხული არ არის ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ან ძველი გრძნობების გამოღვიძება.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

მორიელი

თქვენი სასიყვარულო ცხოვრება სიხარულის წყარო იქნება ამ საახალწლო კვირაში. ოჯახური ურთიერთობები იმდენად ღრმა და ჰარმონიულია, რომ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერით ნებისმიერ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი თქვენი ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. რაც შეეხება ფინანსებს, არაფერზე უნდა ინერვიულოთ, თუმცა  სიფრთხილით დახარჯეთ თანხა და შეეცადეთ, მომგებიანი ინვესტიცია განახორციელოთ მომავლისთვის. ყველა სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ძალების კონცენტრირება მთავარ ამოცანებზე.

კარგად  დაისვენეთ, წადით პაემანზე, მოაწყვეთ შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან.

სასიკეთო დღეები: 31, 3.

არასასიკეთო დღე: 30.

მშვილდოსანი

ამ სადღესასწაულო კვირაში ცხოვრების ყველა სფეროში ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც თქვენ გინდათ. გასული წლის მიღწევები პროფესიულ სფეროში ახალ, ფართო შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს გაუხსნის გზას. ბიზნესმენები შეძლებენ პრაქტიკული სარგებლის მიღებას ნებისმიერი ტრანზაქციისა და პროექტისგან. ეს ყველაფერი ოპტიმიზმს შეგმატებთ და საახალწლო განწყობას აგიმაღლებთ. იფიქრეთ ახალ მიღწევებზე და გეგმებზე ახლო და შორეული მომავლისთვის.

მშვიდობა და ჰარმონია სუფევს თქვენს სახლში და კიდევ უფრო კარგი იქნება კვირის ბოლოს საოჯახო პიკნიკის მოწყობა.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 4.

თხის რქა

ეს საახალწლო კვირა წარმატებას გპირდებათ. თავდაჯერებულად და ოპტიმისტურად იგრძნობთ თავს და ეს აისახება ყველაფერზე ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ზედმეტი საზრუნავების მიუხედავად შეგიძლიათ მარტივად მოაგვაროთ ყველაფერი, აჩვენოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. ბევრი მიიღებს კარგ დივიდენდებს წარსულში განხორციელებული ინვესტიციებიდან და შეძლებს წინსვლას ნებისმიერი ახალი იდეით. ელოდეთ საახალწლო საჩუქარს პროფესიული თვალსაზრისით.

პირად ცხოვრებაში მშვიდობა, ჰარმონია და რომანტიკა დაისადგურებს. წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს ოჯახთან ერთად საუკეთესოდ გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 3.

მერწყული

ამ სადღესასწაულო კვირას, გარკვეული დაბრკოლებების მიუხედავად, შეგიძლიათ მიაღწიოთ  გასაოცარ შედეგებს ყველა სფეროში და მიიღოთ ძალიან კარგი შედეგები. მოემზადეთ დამსახურებული კომპლიმენტების მისაღებად. მათ, ვინც ბიზნესი წამოიწყო ან კონტრაქტები გააფორმა, შეუძლიათ უსაფრთხოდ ჰქონდეთ წარმატების იმედი. კვირის პირველ ნახევარში შეიძლება დაუპატიჟებელი სტუმრები მოგივიდნენ და გასაოცარი ამბები შეიტყოთ. ნუ ჩაერთვებით ისეთ საქმეში, რომელიც ხალხმრავალ შეხვედრებთანაა დაკავშირებული.

სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გექნებათ ახალი გატაცება, რომელიც მთელ თქვენს თავისუფალ დროს შთანთქავს.

სასიკეთო დღეები: 31, 1.

არასასიკეთო დღე: 5.

თევზები

ამ საახალწლო კვირაში თქვენი ენერგია გაიზრდება. გამოიყენეთ ის მაქსიმალურად, იცხოვრეთ აქტიურად როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ამავდროულად, გაანაწილეთ დრო ეფექტიანად – ისე, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ყველა რესურსი ცხოვრების ყველა სფეროში. იღბალი თქვენთანაა და თქვენ, უბრალოდ, უნდა ისარგებლოთ ამით. დიდად სავარაუდოა, რომ იდეებმა, რომლებიც გაგიჩნდათ, მნიშვნელოვანი დივიდენდები მოგიტანოთ კარიერის, გაზრდილი შემოსავლისა და ბიზნესის გაძლიერების სახით.

იყავით ყურადღებიანი თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ, არ დაგავიწყდეთ, ახალი წელი მიულოცოთ ახლობლებს. კვირის ბოლოს ისიამოვნეთ სიმშვიდითა და კომფორტით.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close