რუმინეთი 30-მდე სასაზღვრო გამშვებ პუნქტს აუქმებს – როდის შევა ძალაში ახალი წესები
რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრი გახდა, შესაბამისად, 2025 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანა 30-მდე სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დახურავს. ამის შესახებ რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ქვეყანა 30 სახმელეთო გამშვებ პუნქტს დახურავს უნგრეთისა და ბულგარეთის საზღვრებზე, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საზღვრებზე შეიძლება კვლავ შემოწმდეს დოკუმენტები.
გასულ თვეში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე გაფორმდა შეთანხმება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უნგრეთსა და რუმინეთს შორის სახმელეთო საზღვრებზე, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში შემოწმება აღარ იქნება.
საჰაერო და საზღვაო საზღვრებზე შემოწმებები უკვე მიმდინარე წლის დასაწყისში გაუქმდა.
შენგენის ზონა ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები მიღწევაა, რომელიც ამჟამად 29 სახელმწიფოს მოიცავს მთლიანობაში 450-მილიონიანი მოსახლეობით.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები