კრიმინალისაქართველო

80 წლის კერძო რეპეტიტორი 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოში 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით კერძო რეპეტიტორი დააკავეს. უმძიმესი დანაშაული 80 წლის მამაკაცს ედება ბრალად.

თანამშრომლები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მასწავლებელი სამსახურში აღარ გამოჩენილა. არსებული ინფორმაციით, მუსიკის დამსახურებულ პედაგოგს 7 წლის ბავშვი მშობლებმა რამდენიმე თვის წინ მიაბარეს, მოგვიანებით კი გაიგეს, რომ ხანდაზმული მუსიკოსი მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობდა.

80 წლის მასწავლებელი პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა. ბრალდებულის სახელი სასწავლო განრიგში კვლავ შეტანილია, თუმცა ის ახლა უკვე პენიტენციურ დაწესებულებაში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სასწავლებლის ადმინისტრაციას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული, თუმცა „კურიერი P. S.-მა“ ანონიმურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ მშობლებს თავად 7 წლის გოგონამ აცნობა.

აღიარებს თუ არა 80 წლის ბრალდებული დანაშაულს, რომელსაც მუსიკალურ სფეროში 60-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს? „კურიერი P. S.“ ხანდაზმული ბრალდებულის ადვოკატს დაუკავშირდა, თუმცა არც უფლებადამცველი და არც ოჯახი მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. საქმის მთავარი მტკიცებულება ბავშვის ჩვენებაა, რომელიც გამოძიებამ ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხა.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა წლებია ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საქმეებს სწავლობს. იგი ამბობს, რომ ასაკის მიუხედავად მშობლებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოუსმინონ.

7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 80 წლის პედაგოგს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში, სავარაუდოდ, დეკემბერში დაიწყება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close