პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის ექსპრემიერი ანტონის სამარასი მმართველი საპარლამენტო ჯგუფიდან გააძევეს

საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და დეპუტატი ანტონის სამარასი მთავრობის პოლიტიკის მუდმივი კრიტიკის გამო მმართველი პარტიის – „ნეა დიმოკრატიის“ („ახალი დემოკრატია“) საპარლამენტო ჯგუფიდან გააძევეს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.

ბოლო წვეთი მთავრობის „მოთმინების ფიალისთვის“ სამარასის მიერ კირიაკოს მიცოტაკისის კრიტიკა გახდა ინტერვიუში, რომელიც გაზეთ To Vima-ში გამოქვეყნდა. 73 წლის სამარასმა გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის მიდგომა თურქეთთან მოლაპარაკებების საკითხში. მისი თქმით, მთავრობა ისე იწყებს დიალოგს, რომ წინასწარ ამბობს, რა დათმობებზე წავა. მან, აგრეთვე, მოითხოვა საგარეო საქმეთა მინისტრის – გიორგოს გერაპეტრიტისის გადადგომა. სამარასმა მთავრობას საბერძნეთის პრეზიდენტის პოსტზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის – კოსტას კარამანლისის წარდგენა შესთავაზა.

მიმდინარე წლის დასაწყისში სამარასი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, ასევე, მთავრობის პოლიტიკას ერთსქესიანთა ქორწინების კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ არავის აქვს უფლება, ითამაშოს ქვეყნის სტაბილურობით, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ამ ტურბულენტურ პერიოდში

მანანა ბანძელაძე

საბერძნეთში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა

საბერძნეთში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close