ვიდეოსპორტი

ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ იაპონიის გრანპრი მოიგეს – მათ იაპონელ მსოფლიო ჩემპიონებს გაუსწრეს (ვიდეო)

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 8-10 ნოემბერს ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით 2024-2025 წლების გრანპრის მეოთხე ეტაპი იმართება. პირველი გამარჯვებულები უკვე ცნობილია და ისინი საქართველოს წარმომადგენლები არიან – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. მათ სპორტულ წყვილებში ორი პროგრამის ჯამში 213.05 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ. შეგახსენებთ, რომ ლუკა და ანასტასია იუნიორთა შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები (2024) და დიდებში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონები (2024) არიან.

ქართულმა დუეტმა იაპონელთა ფავორიტ წყვილს, ოლიმპიურ ვიცე-ჩემპიონებს და მსოფლიო ჩემპიონებს (2023), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებს (2024) – რიკუ მიურას და რიუიჩი კიჰარას სოლიდური სხვაობით აჯობა. იაპონელებს მოკლე პროგრამის შემდეგ უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ვერ შეინარჩუნეს.

მესამე ადგილზე გავიდნენ აშშ-ის მოქმედი ჩემპიონები – ელი კამი და დენი ო’ში.

გრანპრის ფინალი დეკემბერში საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გაიმართება.

ნუცა ყავლაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close