სპორტი

ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის 16 და 19 ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), სოლომონ კვერკველია („დინამო“ თბილისი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა“, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი კრეტა“, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონის ოლიმპიკი“, საფრანგეთი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ (შეხვედრა 21:00 სთ-ზე დაიწყება), 19 ნოემბერს კი ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება გასვლით შეხვედრაში ოლომოუცში (მატჩი თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება).

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში, B ლიგის ჯგუფ 1-ში საქართველო მეორე ადგილზეა 6 ქულით (2 მოგებითა და 2 წაგებით) და ბურთების სხვაობით სჯობნის მესამე ადგილზე მყოფ ალბანეთის ნაკრებს, რომელსაც ასევე 6 ქულა აქვს. პირველ ადგილზე 7 ქულით ჩეხეთია (2 მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება). ბოლო ადგილზე მყოფ უკრაინას კი ერთი მოგების, ერთი ფრის და 2 წაგების შემდეგ 4 ქულა აქვს. ამ მდგომარეობით შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსს 4-ვე გუნდი ინარჩუნებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close