ვიდეოსპორტი

17 წლის ვუნდერკინდი ვახტანგ სალია „ნიუკასლ იუნაიტედში“ ითამაშებს, რომლის ღირსებასაც უამრავი ვარსკვლავი იცავდა

„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი ვახტანგ სალია მომდევნო სეზონიდან ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ, „ნიუკასლ იუნაიტედში“ ითამაშებს. ინფორმაცია თავად ინგლისურმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

სა­ლია ინ­გლი­სურ გუნდში 2025 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­და­ვა, ანუ მას შემდეგ, რაც 18 წელი შეუსრულდება, მა­ნამდე კი იჯა­რით თბი­ლი­სის „დი­ნა­მო­ში“ ითა­მა­შებს.

ქარ­თველ ვუნ­დერ­კინდს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ადა­რე­ბენ და მას, აგ­რეთ­ვე, „ჩელ­სი“, „ტო­ტე­ნ­ჰე­მი“, „ლი­ვერ­პუ­ლი“, „მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დი“, „ნი­უ­კას­ლი“ „რე­ა­ლი“, „ატ­ლე­ტი­კო“, „ბარ­სე­ლო­ნა“, პსჟ, „ბა­ი­ერ­ნი“ და „დორ­ტმუნ­დი“ აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.

როგორც „ნი­უ­კას­ლის“ სპორ­ტულ­მა დი­რექ­ტორ­მა პოლ მიტ­ჩელ­მა ქარ­თვე­ლის ტრანსფერ­თან დაკავშირებით გა­ნა­ცხადა, მო­ხა­რუ­ლები არიან, რომ რიგ ტოპ კლუ­ბებს დაასწრეს და ვახ­ტან­გთან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გააფორმეს.

ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა Relovo ჯერ კიდევ გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ახალგაზრდა ფეხბურთელს „ქარ­თვე­ლ მარ­გა­ლი­ტს“  უწოდებდა. ქართველი თავდამსხმელი ვახტანგ სალია The Guardian-მა 2007 წელს დაბადებულ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებს შორის დაასახელა.

„საქართველოში ნიჭიერი თავდამსხმელები იზრდებიან. როგორც ჩანს, მათ კიდევ ერთი ვარსკვლავი ეყოლებათ. იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილი საქართველოდან არიან, ზოგიერთი ქართული ფეხბურთის მომავალს ვახტანგ სალიას უწოდებს და ამასაც თავისი მიზეზი აქვს.

ფეხბურთელმა ამ სეზონში „დინამო თბილისის“ პირველ გუნდში გაიტანა და გახდა გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი ლიგის ისტორიაში, მომდევნო ორ მატჩში კი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მას უმაღლესი კლასის შემტევისთვის საჭირო ყველა თვისება გააჩნია: ტექნიკურია, ფეთქებადია, სწრაფი აჩქარება აქვს და გოლების გატანა შეუძლია. მაგრამ ალბათ მისი კიდევ უფრო შთამბეჭდავი თვისება მოედნის ხედვის უნარია.

სტივენ ჯერარდის მსგავსი შორეული გადაცემების გარდა, კარგი ჩამწოდებელია და გამჭოლი გადაცემებიც გამოარჩევს, რაც გამორჩეულ გუნდურ მოთამაშედ აქცევს. „დინამოში“ თამაშობს როგორც თავდამსხმელი ან ცრუ ცხრიანი, ხოლო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში სადებიუტო მატჩი ზაფხულში, 16 წლის ასაკში 10 ნომრით ჩაატარა“, – წერს The Guardian-ი.

სპეციალისტების აზრით, ვახტანგ სალიასა და „ნიუკასლს“ შორის გაფორმებული კონტრაქტი ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის ერთ-ერთი გამორჩეული, ხმაურიანი და მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფეხბურთელისთვის ან თბილისის „დინამოსთვის“, არამედ, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის. ამ ხელშეკრულებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ ქვეყანაში უკვე წლებია, „დინამოს აკადემია გამორჩეულია ტალანტების მოძიებითა და მათი აღზრდით.

ვახტანგ სალია მესამე ქართველი იქნება,  რომელიც  „ნიუკასლის“ ღირსებს დაიცავს. სხვადასხვა დროს ამ ლეგენდარულ გუნდში თემურ ქეცბაია და ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობდნენ.

ამ­გვა­რად, მომ­დევ­ნო სე­ზო­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ინ­გლი­სის პრე­მი­ერლი­გა­ში ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეყო­ლე­ბა – ვახ­ტანგ სა­ლი­ა და გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც „ლი­ვერ­პულ­მა“ გა­სულ ზა­ფხულს შე­ი­ძი­ნა და იჯა­რით „ვა­ლენ­სი­ა­ში“ და­ტო­ვა.

ნაწყვეტი დოკუმენტური ფილმიდან „ფეხბურთის ვარსკვლავების პირველი გარბენი“:

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close