საქართველოსპორტი
ხონელი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია – ძალოსანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
პოლონეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ხონელმა მარიამ მურღვლიანმა (87 კგ) სამი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 97 /100 /103 დაძლია, ოქროს მედალს დაეუფლა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 120 /125 კილოგრამითაც ოქროს მედალი მოიპოვა.
ორჭიდის ჯამში კი მარიამმა 228 კილოგრამი ასწია და ამ შემთხვევაშიც ოქროს მედალი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ პოლონეთში 2021 წელს 15 წლის მარიამი პირველი ქართველი გოგონა გახდა, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლები დაისაკუთრა და 9 რეკორდი დაამყარა.
კომენტარები