რჩევებიშეუცნობელი

როდის იქნება ნოემბერში იღბლიანი, საფრთხილო და „სატანური“ მთვარის დღეები

2024 წლის ნოემბერი ახალი შესაძლებლობებისა და აქტიური სოციალური ცხოვრების დროა. შემოდგომის ბოლო თვე საშუალებას იძლევა, გადავხედოთ ჩვენს მიზნებს და განვსაზღვროთ მომავალი მიმართულებები. მნიშვნელოვანი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ იმიჯს და იმუშავეთ საუკეთესო პიროვნული თვისებების წარმოჩენაზე, რადგან სწორედ ეს ორი ფაქტორი იქნება თქვენი წარმატების გასაღები.

როგორ დავგეგმოთ ნოემბერი

ნუმეროლოგების თქმით, რეკომენდებულია როგორც მთვარის ფაზების, ისე ყოველი დღის ნუმეროლოგიური მახასიათებლების გათვალისწინება. ნოემბერში არის დღეები, როცა მოქმედება ჯობია და ყველაფერი გამოგვივა, ხოლო არახელსაყრელ დღეებში ჯობია, ფრთხილად ვიყოთ და მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადავდოთ.

მთვარის ფაზები ნოემბერში:

1-ლი ნოემბერი – ახალი მთვარე

16 ნოემბერი – სავსე მთვარე

2-15 ნოემბერი – მზარდი მთვარე

17-30 ნოემბერი – კლებადი მთვარე

1-ლი ნოემბერი: ახალი მთვარე მორიელში

ნოემბერი მორიელში ახალმთვარეობით იწყება. პირველი ნოემბერი შეიძლება იყოს ემოციურად დატვირთული, მაგრამ ასევე უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა დაგეგმვისა და სურვილების განსახორციელებლად. მორიელის ენერგია ტრანსფორმაციას უწყობს ხელს, ამიტომ რეკომენდებულია დადებით აზრებზე ფოკუსირება და თვის მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბება.

16 ნოემბერი: სავსე მთვარე ტყუპში

16 ნოემბერში სავსე მთვარეა ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში. ეს დრო შეიძლება ემოციურად რთული აღმოჩნდეს: გააქტიურდეს შიშები და შინაგანი კონფლიქტები. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და ფრთხილად იყოთ. სულიერი პრაქტიკა ხელს შეუწყობს სტრესის დონის შემცირებას და შინაგანი სიმშვიდის აღდგენას.

ნოემბრის ხელსაყრელი დღეები

მთვარის კალენდრის მიხედვით, ნოემბრის ყველაზე ხელსაყრელი და იღბლიანი დღეებია: 2, 5 და 28 ნოემბერი.

ხელსაყრელი დღე – 2 ნოემბერი

2 ნოემბერს მთვარე მორიელის ნიშანშია. ეს არის დრო, როდესაც უნდა მიიღოთ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. გაუმჯობესებული გონებრივი აქტივობა, პრობლემის არსზე კონცენტრაციის გაზრდილი უნარი და თვითკრიტიკის მაღალი დონე შესაძლებლობას გაძლევთ, ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსა და არაარსებითისგან განასხვაოთ.

შეგიძლიათ თამამად წამოიწყოთ ახალი საქმეები, შეიმუშაოთ ბიზნესგეგმები ახალი პროექტებისთვის და აიღოთ ყველა სახის ვალდებულება, რასაც თქვენი შესაძლებლობებით გასწვდებით.

2024 წლის 2 ნოემბერი კარგი დროა ფიზიკური ვარჯიშის, ან დიეტის (სამკურნალო თუ წონის კორექციის მიზნით) ციკლის დასაწყებად. ნებისმიერ  წამოწყებას ამ დღეს დამატებითი ენერგეტიკული სტიმული მიეცემა.

ყურადღება უნდა მიაქციოთ ისეთ ნეგატიურ თვისებებს, როგორიცაა სიბრაზე და სიძუნწე – მათი დაძლევა ხელს შეუწყობს ახალი წამოწყებების რეალიზებას.

ამ პერიოდში მთვარე ზრდის დასაწყისშია. პირველ ფაზას ახასიათებს ენერგიის მატება დაგეგმილი ამოცანების შესასრულებლად.

ფიზიოლოგიურ დონეზე, მთვარის პირველ ფაზაში სხეული ძალას აგროვებს. ენერგია ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს კეთილდღეობა, პირადი ცხოვრება თუ ბიზნესი.

როგორც სამსახურში, ისე პიროვნულ სფეროში დგება არსებული ურთიერთობების გადახედვის და შესაძლოა მათი უმაღლეს დონეზე გადაყვანის ეტაპი. სწრაფად ჩნდება ახალი კავშირები და ახალ ნაცნობებსაც სწრაფად ვიძენთ. ამ პერიოდში მთვარის ზრდასთან ერთად სასიცოცხლო ენერგიაც იზრდება.

2 ნოემბერი შაბათია, კვირის ეს დღე კი სატურნის გავლენის ქვეშაა, რომელიც თავისი ძლიერი, მძიმე ენერგიით პასუხისმგებელი სამუშაოსა და სწავლაზე.

ამ დღეს უმჯობესია დაიწყოთ კვირის განმავლობაში დაგროვილი ამოცანების გადაჭრა, მომდევნო დღეების გეგმების შედგენა, ხატოვნად რომ ვთქვათ, გაჩენილი კვანძების გახსნა. შაბათ დღეს შედგენილი მომავალი ხარჯების აღრიცხვა, ისევე როგორც ბიზნესგეგმები ყველაზე ხშირად წარმატებული გამოდის.

ეცადეთ, საქმიანი შეხვედრები შაბათს გამართოთ, არასოდეს გადადოთ ისინი კვირამდე.

ხელსაყრელი დღე – 5 ნოემბერი

ამ დღეს მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია, რასაც აზროვნების პროცესები გარკვეულწილად გადაჰყავს მიწიერი ლოგიკიდან და კონკრეტიკიდან აბსტრაქტული აზროვნების სფეროში.

ამის მიუხედავად პერიოდი იდეალურია იურისპრუდენციასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად და ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის მოსაგვარებლად. შეგიძლიათ თამამად წარუდგინოთ განცხადება სარეგისტრაციო ორგანოებს იურიდიული პირების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან შვილობილი კომპანიების შესაქმნელად.

ამ დროს ნებისმიერი ბიუროკრატიული საკითხი ძალიან ადვილად წყდება, თითქმის თავისთავად. ყველა სახის მოგზაურობა და მივლინებაც წარმატებული იქნება, განსაკუთრებული ნეგატიური ინციდენტების გარეშე, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ მიწასთან ან მშენებლობასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულებისას.

2024 წლის 5 ნოემბერი, გაზრდილი დიპლომატიის გამო, კარგი დღეა აქტიური კონტაქტებისა და სავაჭრო ოპერაციებისთვის. გადაწყვეტილების მიღებისას თავი უნდა შეიკავოთ ზედაპირული განსჯებისგან, რადგან უფრო მეტად იქნებით მიდრეკილი არაგონივრული რისკის გაწევისკენ.

ამ პერიოდში მთვარე, ისევე როგორც 2 ნოემბერს,თავისი ზრდის დასაწყისშია. პირველ ფაზას ახასიათებს ენერგიის მატება დაგეგმილი ამოცანების შესასრულებლად, ამიტომ რეკომენდებულია გეგმების შედგენა და ახალი პროექტების დაწყება, ახალი იდეების განვითარებისთვის გეგმების აწონ-დაწონა და დასახვა, როგორც მომავალი პერიოდის, ისე წინა მთვარის თვიდან განუხორციელებელი პრობლემებისა და საკითხების გულდასმით გაანალიზება.

5 ნოემბერი სამშაბათია. კვირის ეს დღე მარსის მფარველობის ქვეშაა, ამიტომ სავსეა ენერგიით. წარმატება და გამართლება ელით ძლიერ, მტკიცე ნებისყოფის მქონე ადამიანებს, რომლებიც ენერგიით არიან სავსენი.

თუ ამ დღეს ენერგიულად იმოქმედებთ, წარმატება გარანტირებულია, თუმცა ერთი რამ გასათვალისწინებელია – სამშაბათს შეიძლება რთული იყოს კონცენტრირება და პრობლემის გადასაჭრელად სწორი გზის არჩევა, მაგრამ თუ ყველაფერზე წინასწარ გაქვთ ნაფიქრი და გააზრებული, მაშინ უყოყმანოდ იმოქმედეთ!

ეს დღე შესაფერისია ფიზიკური აქტივობისთვის. დახარჯული ენერგია ადვილად და სწრაფად აღდგება. მათთვის, ვინც ამ დღეს მხოლოდ გონებრივი შრომით არის დაკავებული, სასარგებლოა ინტელექტუალური დატვირთვის ფიზიკურთან შეთავსება.

ნოემბრის ყველაზე ხელსაყრელი დღეა 28 ნოემბერი

28 ნოემბერს მთვარე მორიელის ნიშანშია. სწორედ ამ დღეს გექნებათ კარგი შესაძლებლობა, ყველაფერს სრულიად განსხვავებული თვალით შეხედოთ და აღმოაჩინოთ ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებსაც ადრე ვერ ამჩნევდით.

სასარგებლო იქნება უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რაც საშუალებას მოგცემთ, მათი ცხოვრებისეული სიბრძნე და გამოცდილება გაიზიაროთ.

2024 წლის 28 ნოემბერი ხუთშაბათია – ყველა ღმერთის მეფის, იუპიტერის დღე. ხუთშაბათს ინტუიცია მძაფრდება, ის საშუალებას მოგცემთ, მოკავშირეები მტრებისგან განასხვაოთ. ამ დღის ენერგია საზოგადოებაში პატივისცემას, სახელს და წარმატებას მოგიპოვებთ. ხუთშაბათს ყველაფერი გამოგივათ, უბრალოდ, საკუთარი თავის უნდა გჯეროდეთ, მაგრამ თუ ასეთი თავდაჯერებულობა არ გექნებათ, მაშინ ჯობია მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ.

ამ დღეს წარმატებას მოგიტანთ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა, მოლაპარაკებები. თქვენს გულისთქმას მიენდეთ და ის  დაგეხმარებათ სასიყვარულო საკითხების მოგვარებაში.

ნოემბრის არახელსაყრელი დღეები

ნოემბერში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ე. წ. „სატანურ“ მთვარის დღეებს, რომლებმაც შეიძლება უარყოფითი შედეგები მოიტანოს, ესენია:

6 ნოემბერი;
12 ნოემბერი;
22 ნოემბერი.

ამ დღეების უარყოფითმა ენერგიამ  შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება და აგრესიულობის დონის ამაღლება გამოიწვიოს, ამიტომ ამ დღეებში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და აქტიური ქმედებაც არ არის რეკომენდებული. ჯობია სიმშვიდე შეინარჩუნოთ, სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ და ნეგატიურ ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდოთ..

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 3 ნოემბერი – ამ დღეს პროგნოზით მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი, 5G სიძლიერის, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებზე. რა არის საჭირო პრევენციისთვის, ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა მაინც გადახედეთ რეკომენდაციებს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close