ქართველები უცხოეთშისპორტი
ზურიკო დავითაშვილი ევროპაში კვირის საუკეთესო მოთამაშეა – როგორია ქართველი შემტევის სატრანსფერო ფასი (ვიდეო)
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „სენტ-ეტიენის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი ევროპის ტოპ-5 ლიგებში 10-ქულიანი შეფასებით კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რეიტინგი გავლენიანმა გამოცემა Whoscored-მა შეადგინა.
„სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერი“ დავითაშვილის შთამბეჭდავი თამაშის წყალობით დაამარცხა 3:1. მეტოქის კარში სამივე გოლი 23 წლის ლეგიონერმა გაიტანა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკი (საფეხბურთო ტერმინი – როცა ერთ მატჩში ერთი და იგივე მოთამაშე სამ გოლს გაიტანს) შეასრულა. ამ მაჩვენებლით გასულ კვირას ზურიკო დავითაშვილი ტოპ-5 ლიგებში ერთადერთი მოთამაშე აღმოჩნდა, რომელმაც 10-ქულიანი შეფასება მიიღო.
კომენტარები