ვიდეოარტისტისაქართველო

„ეს გოგო ვოკალური იუველირია!!!“ – დოდონა ნამორაძე და ქსოვრელები თბილისს უმღერიან

The Voice of Greece-ის ქართველი მონაწილე დოდონა ნამორაძე, რომელმაც ჟიურის ყველა წევრი აღაფრთოვანა, თავი შეაყვარა ქართველებსაც და ბერძნებსაც, მსმენელის გაოცებას აგრძელებს.

„თბილისობისადმი“ მიძღვნილ გადაცემაში „ჩვენი შოუ“ მომღერლის კიდევ ერთი ტრიუმფი შედგა – მან ქსოვრელების აკომპანემენტის თანხლებით არაჩვეულებრივად იმღერა „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“.

„ეს გოგო ვოკალური იუველირია!!!“, „დოდონა კი არა საქართველო მღერის!“, „ეს გოგო ქართული ესტრადის ბრილიანტია“, „ცინუკი დადიანის მერე ღირსეულად გააცოცხლა ეს სიმღერა, ბრავო!“ – წერენ კომენტარებში მისი თაყვანისმცემლები.

მართლაც დიდი აღიარებაა, როცა 23 წლის მომღერალს XX საუკუნის 60-90-იანი წლების თბილისში სახალხო მომღერლად აღიარებულ ცინუკი დადიანს გადარებენ.

ინტერვიუ მომღერალთან: „ჩემი საბოლოო ოცნება-მიზანი სიმღერით გზის გაკვლევაა“ – დოდონა ნამორაძე ბერძნული კონკურსის დეტალებსა და სხვა ამბებზე (ვიდეო)

„ჩემი საბოლოო ოცნება-მიზანი სიმღერით გზის გაკვლევაა“ – დოდონა ნამორაძე ბერძნული კონკურსის დეტალებსა და სხვა ამბებზე (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close