მიგრაცია

რომელი ქვეყნის მოქალაქეები იღებენ აშშ-ის მწვანე ბარათს ყველაზე დიდი რაოდენობით?

აშშ-ში ცხოვრებისა და მუშაობის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ჩრდილოეთ ამერიკულ ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლის მთავარი მიზანი უკეთესი შესაძლებლობებისა და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის ძიებაა. ამიტომ აშშ ყველა სხვა სახელმწიფოზე მეტ იმიგრანტს იღებს.

აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მინიჭების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტიანი გზაა, მონაწილეობა მიიღოთ მწვანე ბარათის გათამაშებაში, რომელსაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონი მსურველი ჰყავს.

სტატიაში გაეცნობით იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებმაც აშშ-ის მწვანე ბარათი 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით მიიღეს. მონაცემები შიდა უსაფრთხოების ოფისის სტატისტიკას ეფუძნება. 2022 წელს აშშ-ის მწვანე ბარათი ჯამში 1,018,340-მა ადამიანმა მიიღო.

2022 წელს ყველაზე მეტი მწვანე ბარათი მექსიკისა (138,772) და ინდოეთის (127,012) მოქალაქეებზე გაიცა. მესამე ყველაზე მსხვილი ქვეყანა კი ჩინეთი აღმოჩნდა (67,950). საინტერესოა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა 2022 წელს 2,303 მწვანე ბარათი მიიღეს, რითაც ქვეყანა რეიტინგში 67-ე ადგილზე იმყოფება.

სამეზობლოში საუკეთესო მაჩვენებელი თურქეთს აქვს. 7,001 გაცემული მწვანე ბარათით თურქეთი 30-ე პოზიციას იკავებს. სიაში შემდეგი 57-ე პოზიციით სომხეთია, რომლის მოქალაქეებზეც 3,037 მწვანე ბარათი გაიცა. ყველაზე უარესი მაჩვენებელი კი, 1,129 მწვანე ბარათით, აზერბაიჯანს აქვს.

რეიტინგი ქვეყანა მწვანე ბარათების რაოდენობა (2022)
1 მექსიკა 138,772
2 ინდოეთი 127,012
3 ჩინეთი 67,950
4 დომინიკის რესპუბლიკა 40,152
5 კუბა 36,642
6 ფილიპინები 35,998
7 ელ სალვადორი 30,876
8 ვიეტნამი 24,425
9 ბრაზილია 24,169
10 კოლუმბია 21,723
30 თურქეთი 7,001
57 სომხეთი 3,037
67 საქართველო 2,303
94 აზერბაიჯანი 1,129

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close