საზოგადოებასაქართველო

ლეგენდარული არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის სტუდიის პროექტით თბილისში ფუტურისტული უბანი გაშენდება

მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული ბიუროს – Zaha Hadid Architects-ის პროექტის მიხედვით თბილისში, რუსეთის სამხედრო სარდლობის ყოფილი შტაბის, ე. წ. ზაკვოს ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება.

Zaha Hadid Architects-ს ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის დიდი ისტორია აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არქიტექტურული სტუდია ხშირად თანამშრომლობს ადგილობრივ დეველოპერულ კომპანიებთან ინოვაციური და საკულტო შენობების შესაქმნელად.

27 ივნისს CITYZEN-სა და Zaha Hadid Architects-ს შორის ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება კავკასიაში პირველი მრავალფუნქციური თაუერის მშენებლობაზე.

დეველოპერმა უკვე დაასრულა რუსი სამხედროების ყოფილი სამფლობელოს 10- სართულიანი შენობის დემონტაჟი. პროექტის მიხედვით, 46 000 მ² ფართობზე ოთხი საცხოვრებელი კომპლექსი და თაუერი აშენდება, 23 000 მ² გამწვანდება და მოეწყობა ხელოვნური ტბა, ეზოები თავისუფალი იქნება ავტომობილებისგან.

ტერიტორიაზე ამუშავდება სახელოვნებო ჰაბი, რომელიც გააერთიანებს გალერეას, სახელოვნებო წრეებსა და სახელოსნოებს იქ მცხოვრები ზრდასრულებისა თუ ბავშვებისთვის.

როგორც დეველოპერები გვპირდებიან, ეს მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისის სავიზიტო ბარათად იქცევა.

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ინოვატორი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის შემოქმედება ადვილად ამოსაცნობი, გასაოცარი და გასაკვირია. თითქმის ყველა მისი ნამუშევარი დიდი დავისა და განხილვის საგანი ხდება. მიერ დაარსებული კომპანია მსოფლიოში აღიარებულია თავისი ავანგარდული დიზაინით, რთული გეომეტრიითა და უახლესი ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენებით.

მაგალითად, აღსანიშნავია აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის შენობა, რომელიც არქიტექტურის ენაზე „თარგმნილ“ სუფთა მათემატიკურ მრუდეს ჰგავს.

გუანჯოუს ოპერის შენობა, რომლის დიზაინიც ოც წელზე მეტს ითვლის, დღესაც სამეცნიერო ფანტასტიკას მოგაგონებთ.

Guangzhou Opera House

მილანში Generali Tower-ის ცათამბჯენის ტიპის ნაგებობა. მისი სიმაღლე 191,5 მეტრია და მოიცავს 44 სართულს, დამატებით 3 სართულს სარდაფის სახით და მოსასვენებელ სივრცეებს. საერთო ფართობი დაახლოებით 67 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობის გეომეტრია დეფორმირებულ მოცულობას წარმოადგენს, სადაც სართულების ორიენტაცია ძირითადი ღერძის გასწვრივ იცვლება.

ზაჰა ჰადიდის პრაქტიკა გრძელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით – Zaha Hadid Architects-ის თითოეული ნაგებობა თანამედროვე არქიტექტურის ჭეშმარიტ ძეგლს წარმოადგენს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close