კვარაცხელია სეზონის პირველივე შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
ხვიჩა კვარაცხელია სეზონის პირველივე შეხვედრაში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (MVP) აღიარეს – იტალიის თასზე „ნაპოლიმ“ სერია B-ს „მოდენა“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა შეასრულა და გუნდი 1/16-ფინალში გაიყვანა. ამას გარდა, ხვიჩამ თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა და „ნაპოლიში“ ყველაზე სახიფათო იყო – ამის შესახებ სტატისტიკას Stafutstixs-ი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ „მოდენასთან“ შესანიშნავად ითამაშა და ის შეხვედრის MVP გახდა. პასების სიზუსტე 90% ჰქონდა, შექმნა 7 საგოლე შანსი, 5-დან 3 დრიბლინგი წარმატებით დაასრულა, 100% ჰქონდა დარტყმების სიზუსტე, ხოლო 11 ორთაბრძოლიდან 7 მოიგო“.
Great performance today from Khvicha Kvaratskhelia 🇬🇪 vs Modena
MVP👑
90% pass accuracy🧠
7 chances created🎩
3/5 successful dribbles🕺
100% tackle accuracy💪
Won 7/11 duels🪨 pic.twitter.com/3KS2Di9Seg
— Stafutstixs (@Stafutstixs) August 10, 2024
1tv.ge
კომენტარები