საქართველოსპორტი

ჯერ კიდევ მედლის მოლოდინში – ოლიმპიური თამაშების მეოთხე დღეს საქართველოს ღირსებას 2 ძიუდოისტი დაიცავს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ორი ძიუდოისტი იბრძოლებს – სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი (63 კგ).

გრიგალაშვილი ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს და მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს შეხვდება.

ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) კი პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკის დაუპირისპირდება.

შეგახენებთ, რომ პარიზში ძიუდოს ასპარეზობის მეოთხე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ჯერჯერობით მედალი ვერ მოიპოვეს.

სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩნენ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

ხვალ, 31 ივლისს ლაშა ბექაური (90 კგ) იჭიდავებს, ზეგ, პირველ აგვისტოს – ილია სულამანიძე (100 კგ), 2 აგვისტოს – გურამ თუშიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78).

3 აგვისტოს საქართველოს ძიუდოს შერეული ნაკრები ისტორიაში პირველად გუნდურ შეჯიბრებაში  მიიღებს მონაწილეობას.

გუშინ კარგად ჩაატარა შეხვედრა მოკრივე ლაშა გურულმა, რომელმაც აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და პირველ აგვისტოს მეოთხედფინალში ყაზახ მოკრივეს დაუპირისპირდება.

ოლიმპიადაზე ასპარეზობების დაწყებიდან მეოთხე დღეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.

ამავე თემაზე: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრიგი

p. s. ტატო გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო, შემდეგ მერვედფინალში ავსტრიის წარმომადგენელი ვაჰიდ ბორჩაშვილი დაამარცხა და მეოთხედფინალში ტაჯიკ მაჰმადბეკოვს დაუპირისპირდება. ეთერ ასკილაშვილმა კი პირველივე შეხვედრა დათმო და ასპარეზობა დაასრულა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close