სპორტი

„ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემებით, საქართველოს ნაკრები ევროპის ძვირად ღირებულ ნაკრებთა საუკეთესო ოცეულშია

საქართველოს ნაკრები ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული ეროვნული გუნდების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა – განახლებულ მონაცემებს ავტორიტეტული ინტერნეტპორტალი „ტრანსფერმარკტი“ აქვეყნებს.

საქართველოს ნაკრების ჯამური ფასი 185,10 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით „ჯვაროსნები“ ერთა ლიგის B დივიზიონში მე-7 ადგილზე არიან.

ერთა ლიგა B დივიზიონი

ინგლისი – 1,52 მლრდ ევრო

ნორვეგია – 481,60 მლნ ევრო

თურქეთი – 352,90 მლნ ევრო

ავსტრია – 237,00 მლნ ევრო

უკრაინა – 379,00 მლნ ევრო

ჩეხეთი – 187,10 მლნ ევრო

საქართველო – 185,10 მლნ ევრო

განახლებული მონაცემებით, „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგის A დივიზიონში – უნგრეთს (165,45), ბოსნიასა (96,60) და ისრაელს (22,25), ხოლო B დივიზიონში საბერძნეთს (134,90), ალბანეთს (113,10), უელსს (113,08), ირლანდიას (106,50), ისლანდიას (49,75), ფინეთსა (27,68) და მონტენეგროს (25,20) გაასწრეს.

ევროპულ ნაკრებებში საქართველო ძვირად ღირებულ ნაკრებთა საკეთესო ოცეულშია:

ინგლისი – 1,52 მილიარდი ევრო

საფრანგეთი – 1,23 მლრდ ევრო

პორტუგალია – 1.06 მლრდ ევრო

ესპანეთი – 1,04 მლრდ ევრო

გერმანია – 823,00 მლნ ევრო

ნიდერლანდები – 820,00 მლნე ვრო

იტალია – 725,50 მლნ ევრო

ბელგია – 583,00 მლნ ევრო

ნორვეგია – 481,60 მლნ ევრო

დანია – 415,50 მლნევრო

უკრაინა – 379.00 მლნ ევრო

თურქეთი – 352,90 მლნ ევრო

ხორვატია – 327,70 მლნ ევრო

სერბეთი – 309,90 მლნ ევრო

შვეიცარია – 291,00 მლნ ევრო

ავსტრია – 237,00 მლნ ევრო

შოტლანდია – 207.40 მლნ ევრო

პოლონეთი – 210.30 მლნ ევრო

ჩეხეთი – 187.10 მლნ ევრო

საქართველო – 185,10 მლნ ევრო

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close