საზოგადოებასაქართველოსპორტი

ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა: „გოოოლ!“ – ეს იყო მისი ბოლო სიტყვა

აჭარის ტელევიზიის 45 წლის წამყვანი ალეკო თხილაიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი 45 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა საქართველო-თურქეთის მატჩის ყურების დროს.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ,ფეხბურთის ყურების დროს გული გაუჩერდა. მათივე თქმით, „გოოოლ“ იყო მისი ბოლო სიტყვა და მისი ბოლო სიხარული“ მიქაუტაძის გატანილი გოლის შემდეგ, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.

ალეკო თხილაიშვილი თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში განაგრძო მუშაობა. იგი 15 წლის განმავლობაში იყო აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close