ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 17 – 23 ივნისი

საკმაოდ კარგი კვირაა ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. ადამიანებში იზრდება მიზანსწრაფულობა და თავდაჯერებულობა. კვირის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრების, ხელშეკრულებების დადებისა და პარტნიორული ურთიერთობებისთვის. საშუალება გეძლევათ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელია ადრე წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება. გამორიცხული არ არის ახალი სამსახურის გამოჩენა და შემოსავლების გაზრდა. ცხოვრება უფრო მშვიდი და ჰარმონიული ხდება.

 

ვერძი

ამ კვირაში საშუალება გექნებათ მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები პროფესიულ საქმიანობაში. ხელმძღვანელები დააფასებენ თქვენს დამსახურებას. შესაძლებელია პროფესიული და მეგობრული კავშირების გაძლიერება. საჭიროების შემთხვევაში თქვენი საყვარელი ადამიანები მზად იქნებია,ნ დაგეხმაროთ. არ შეგეპაროთ ეჭვი თქვენს სიძლიერესა და შესაძლებლობებში. თქვენი აქტიურობა და ინიციატივის უნარი საშუალებას მოგცემთ, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგათ პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 19.

 

კურო

ამ კვირაში მოგიწევთ გაუმკლავდეთ დავალებას, რომლის შესრულებაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ – სამუშაოს სხვაზე გადაცემის მცირე შანსიც არ არსებობს. შესაძლოა კარიერული წინსვლა და სოციალური სტატუსის ამაღლება, მაგრამ ფრთხილად იყავით ახალ საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას, რადგან დიდია მოტყუების ალბათობა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო პირადი ცხოვრებისთვის დრო არ გრჩებათ, რაც შესაძლოა ეჭვიანობის საბაბი გახდეს.

სასიკეთო დღეები: 18, 22.

არასასიკეთო დღე: 21.

 

ტყუპი

ამ კვირაში ბევრი რამის თავიდან დაწყება მოგიწევთ. უმჯობესია მხოლოდ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს დაეყრდნოთ, მაგრამ, ამავდროულად, თქვენი საყვარელი ადამიანი მოულოდნელად მოგიგვარებთ ბევრ პრობლემას. ინდივიდუალური გეგმის მიხედვით დაწყებული სამუშაო წარმატებული და ხელშესახები შედეგის მომტანი იქნება. თუ თქვენი ქმედებები აერთიანებს სწრაფვას და გამბედაობას როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში, კარგი შედეგების მიღწევას შეძლებთ. კვირის ბოლოს სასიამოვნო დასვენება გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 18, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კირჩხიბი

კვირის დასაწყისში შესაძლოა ბევრმა საზრუნავმა და ეჭვებმა შეგაწუხოთ, მაგრამ ობიექტურად ყველაფერი კარგადაა. სამუშაო ბევრი იქნება, მაგრამ შემოსავალს მოგიტანთ. თქვენი იდეები და პროექტები ბევრისთვის საინტერესო გახდება, შემოგთავაზებენ დახმარებასაც. ამ შემთხვევაში საქმიანი პარტნიორი გულდასმით შეარჩიეთ. ნუ ჩაერევით ინტრიგებში, ეს სიმშვიდეს არ მოგიტანთ. ოთხშაბათს ოჯახური ურთიერთობები გაუმჯობესდება და ახალი მეგობრები გამოჩნდებიან. შაბათ-კვირას შეეცადეთ თავი დააღწიოთ ქალაქის აურზაურს და მშვიდ გარემოში დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 22.

 

ლომი

ამ კვირაში თქვენი აქტიურობა ბიზნესის სფეროში წარმატებას მოგიტანთ. ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს სასურველია არ გარისკოთ, მაგრამ კვირის სხვა დღეებში შეგიძლიათ თქვენთვის უჩვეულო გადაწყვეტილებაც კი მიიღოთ – ყველაფერი წარმატებით დასრულდება. მოგიწევთ ბევრ საჭირო და საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა. კვირის ბოლოს ზედმეტ გართობასა და ხმაურიან წვეულებებს მოერიდეთ, რათა თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას საფრთხე არ შეუქმნათ.

სასიკეთო დღეები: 20, 23.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ქალწული

ამ კვირაში სავარაუდოა შორ მანძილზე მივლინება ან ეგზოტიკური მოგზაურობა. ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს და მათ წინადადებებს, თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები ჩნდება. ოთხშაბათი კარგი დღეა რაიმე ახლის შესასწავლად ან სწავლის დასაწყებად. ხუთშაბათს შეეცადეთ შეიკავოთ ემოციები, ყურადღებით დააკვირდით თქვენს სიტყვებს და თანამოსაუბრეთა ქცევას. ალბათ ამ გზით თავიდან აიცილებთ მოსალოდნელ პრობლემებს. შაბათ-კვირას შეეცადეთ, კარგად დაისვენოთ, დარჩით მარტო საკუთარ თავთან.

სასიკეთო დღეები: 17, 21.

არასასიკეთო დღე: 19.

 

სასწორი

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია ახალი კარიერული შესაძლებლობებისთვის, შეეცადეთ, მაქსიმალურად ისარგებლოთ შექმნილი სიტუაციით. ადვილად შეძლებთ კოლეგების დარწმუნებას თქვენი პროექტების უპირატესობაში. შესაძლოა მიიღოთ შემოთავაზება ახალი სამსახურის ან თანამდებობის შესახებ, ამ საქმეში ახლობლები დაგეხმარებიან. სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი თქვენს პირად ცხოვრებაშიც. ნუ შეგეშინდებათ ახალი სიყვარულისკენ ნაბიჯის გადადგმა.

სასიკეთო დღეები: 18, 22.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მორიელი

ამ კვირაში საკუთარი პიროვნების გაორება მოსვენებას დაგიკარგავთ, სანამ არ მიხვდებით, რა არის თქვენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი და რა – არა. შეავსეთ თქვენი ცოდნა ახალი ტექნოლოგიების ათვისებით და აიმაღლეთ კვალიფიკაცია, ეს სამსახურში დაწინაურების პერსპექტივას გაზრდის. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა სასურველ წარმატებამდე მიგიყვანთ. შეძლებთ დაეხმაროთ თქვენს ახლობლებს და გახდეთ ვინმეს სპონსორი. ამ კვირაში პირად ცხოვრებაში ბედნიერების კარები ღიაა თქვენთვის.

სასიკეთო დღეები: 17, 23.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მშვილდოსანი

ეს კვირა სავსეა მნიშვნელოვანი მოვლენებით პროფესიულ სფეროში, რაც საშუალებას მოგცემთ კონსტრუქციულად გადახედოთ თქვენს გეგმებს. ორშაბათი და ოთხშაბათი შეიძლება იყოს ამ კვირის ყველაზე დატვირთული დღეები. გაფრთხილდით, წარმატებებმა თავბრუ არ დაგახვიოთ და ყურადღება არ მოადუნოთ. კვირის ბოლოს შეეცადეთ, დიდი ხნის უნახავი მეგობრები მოინახულოთ. კარგია სამოგზაუროდ წასვლაც, ამით დასვენებასა და ძალების აღდგენას შეძლებთ.

სასიკეთო დღეები: 18, 21.

არასასიკეთო დღე: 22.

 

თხის რქა

ეს კვირა ძალიან აქტიური იქნება. გასაკეთებელი ბევრი რამ გაქვთ და არის შანსი, რომ გაგიმართლებთ და მიაღწევთ კიდეც სასურველ მიზანს. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ხელოვნებასთან, სამართალთან და მედიცინასთან დაკავშირებული პროექტები. ყველა საქმე, რომელიც დოკუმენტებთანაა დაკავშირებული, წარმატებით დასრულდება. პარასკევი ხელსაყრელი დღეა ყველა სახის გაუგებრობის მოსაგვარებლად. ასე რომ, ამ საკითხებს დიდი ხნით ნუ გადადებთ, თუ ოჯახური ან სამუშაო უთანხმოებაა, იჩქარეთ მათი მოგვარება.

სასიკეთო დღეები: 19, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მერწყული

ამ კვირაში კარგი იქნება, დააკვირდეთ თქვენს გარემოცვას, რათა შემდგომში ირგვლივ მყოფ ადამიანებზე სწორი წარმოდგენა გქონდეთ. დაუფიქრებელი ქმედებები პრობლემებს შეგიქმნით. კვირის დასაწყისში ნუ დაგეგმავთ საქმიან შეხვედრებს. მოერიდეთ სესხის აღებას. ეცადეთ, დასვენების დღეები ოჯახთან ერთად გაატაროთ. კარგი პერიოდია საცხოვრებელი ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

თევზები

ამ კვირაში შეეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენმა ზედმეტად მახვილგონივრულმა განცხადებებმა შესაძლოა კონფლიქტურ სიტუაციამდე მიგიყვანოთ. წინასწარ დაგეგმეთ ყოველი ნაბიჯი და გრაფიკის მიხედვით იმოქმედეთ. პოზიტიურია უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობა, ეს სამომავლოდ ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ წინსვლას. შაბათ-კვირას შეიძლება მოულოდნელად დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვიონ და მათგან საინტერესო ამბავი შეიტყოთ.

სასიკეთო დღეები: 21, 22.

არასასიკეთო დღე: 17.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close