გახდება კირიაკოს მიცოტაკისი ევროკომისიის პრეზიდენტი? – პრემიერ-მინისტრმა საბერძნეთის მთავრობა შეცვალა

გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევის მომხრე არ არის. სანაცვლოდ, მიშელი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს. „პოლიტიკო“ ამ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ მიაჩნიათ, რომ მიშელის ეს იდეა განწირულია.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ მთავრობა შეცვალა, თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრებმა.
სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მიცოტაკისის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მოსალოდნელზე უარესი შედეგი მიიღო.
მიცოტაკისის „ახალი დემოკრატია“, რომელიც 2019 წლიდან არის მმართველი პარტია, ხმების 28,3%-ით პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა ვერ მიიღო ხმების ის რაოდენობა 33%, რასაც პრემიერ-მინისტრი ვარაუდობდა.
კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. მას უფლებამოსილების ვადა 2027 წელს ეწურება.
კომენტარები