იტალიასპორტი

ლუჩანო სპალეტიმ ევრო-2024-ზე იტალიის ნაკრების კაპიტანი დაასახელა

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების მეკარე დაასახელა.

მისი თქმით, ნაკრების კაპიტნად რჩება ჯანლუიჯი დონარუმა: „ახლა დონარუმაა, შემდეგ ვნახოთ დღიდან დღემდე, ჯერჯერობით ეს დონარუმაა“, – ასე უპასუხა სპალეტიმ კითხვას ნაკრების კაპიტნის ვინაობის შესახებ.

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა 2016 წლის სექტემბრიდან არის „სკუადრა აძურას“ გოლკიპერი.

25 წლის მეკარემ ამ ხნის განმავლობაში იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 61 შეხვედრა ჩაატარა და 49 გოლი გაუშვა. „სკუადრა აძურასთან“ ერთად დონარუმამ 2020 წელს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close