ქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ გრანდში გადასვლას დათანხმდა – მედია (ვიდეო)

იტალიური „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ (PSG) გადასვლას დათანხმდა, იუწყება „ფიგარო“ L’Equipe-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელმა „პსჟ-ს“ ხელმძღვანელობას თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. აღნიშნულია, რომ პარიზულ კლუბს ამჟამად ფეხბურთელის ტრანსფერზე ნეაპოლურ გუნდთან შეთანხმება სჭირდება.

კვარაცხელია დიდი ხნის განმავლობაში იყო ლუის კამპოსისა და პარიზული კლუბის ლიდერების სამიზნე, რომლებსაც სურთ, რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ წინ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით. კილიან მბაპემ მადრიდის „რეალში“ გადასვლის შესახებ მომავალი კვირის დასაწყისში უნდა გამოაცხადოს.

თუმცა ჯერ ყველაფერი არ არის დამთავრებული – ახლა პარიზელებს მოუწევთ ტრანსფერი იტალიური კლუბის ხელმძღვანელებთან შეათანხმონ, რაც, „ეკიპის“ თქმით, სულაც არ არის ადვილი საქმე ბიზნესში „ნაპოლის“ პრეზიდენტის – აურელიო დე ლაურენტისის სიხისტიდან გამომდინარე.

რამდენიმე დღის წინ იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ნეაპოლური კლუბის ორი ლიდერის  – ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დამატება სურს და მზად არის, მათ შესაძენად 250 მლნ ევრო დახარჯოს.

ცნობისათვის: დღეს ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი და ანზორი მექვაბიშვილი ავსტრიაში ჩავიდნენ და საქართველოს ნაკრებს შეუერთდნენ ევრო-2024-ისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე. სულ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული.

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, 9 ივნისს „ჯვაროსნები“ მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ პოდგორიცაში ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close