როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი რამდენიმე საათში – მარტივი და უსაფრთხო დეტოქსიკაცია
ალბათ ყველასთვის ცნობილია სიტუაცია, როდესაც საღამოს წვეულებაზე ან მეგობრებთან ერთად სუფრაზე გადააჭარბეთ, ზედმეტი მიირთვით და დალიეთ და მეორე დილით მთელ სხეულში ძალიან უსიამოვნო შეგრძნებით და თავის ტკივილით იღვიძებთ. დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ორგანიზმი სასწრაფოდ საჭიროებს დეტოქსიკაციას. და როგორ გავაკეთოთ ეს? კლინიკურმა დიეტოლოგმა სემ ფრანჩესკინიმ თავისი საექსპერტო მოსაზრება და რჩევა გაგვიზიარა.
ფრანჩესკინის თქმით, უსიამოვნო შეგრძნებების და ნაბახუსევის სინდრომის თავიდან აცილება შესაძლებელია რადენიმესაათიანი დეტოქსიკაციის საშუალებით. იგი ამტკიცებს, რომ ცოტაოდენი „მწვანე სასმელი“, რომელზეც ალბათ გსმენიათ, საქმეს არ შველის. „სწრაფი დეტოქსიკაციის საუკეთესო (და უმარტივესი) გზა მოიცავს ღამის ძილს და დილით დიდი ჭიქით ლიმონიანი წყლის მიღებას“, – ამბობს დიეტოლოგი. ძილი გადამწყვეტია სხეულის ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, მისივე თქმით, „საშუალოზე მეტი ხნით გამოძინება ორგანიზმის გადატვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა“.
და კიდევ – დიდი ჭიქით წყალი ლიმონის წვენით! ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. გამოწურეთ ახალი ლიმონი, გააზავეთ დიდ ჭიქა თბილ ან ოთახის ტემპერატურის წყალში და დალიეთ დილიდან. მოერიდეთ ცივ, ყინულიან წყალს და ნებისმიერ ცივ სასმელს, განსაკუთრებით ჭამის დროს, რადგან ცივი სასმელი მხოლოდ ზიანს აყენებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.
ღამით კარგად გამოძინების და დასვენების შემდეგ მნიშვნელოვანია ორგანიზმის შევსება იმ საკვები ნივთიერებებით, რომლებსაც ალკოჰოლის მოხმარების გამო კარგავთ. „ერთ-ერთი ორგანო, რომელიც ალკოჰოლის მიღებისას ყველაზე მეტად იღებს სტრესს, არის ღვიძლი. როდესაც ორგანიზმს გარკვეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით შეავსებთ, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ნაბახუსევის მდგომარეობა და, ამავდროულად, ორგანიზმიც გაიწმინდოთ ტოქსინებისგან“, – ამბობს ფრანჩესკინი. შეგიძლიათ ელექტროლიტური სასმელებიც მიიღოთ, მაგრამ იგი გვირჩევს, თავი ავარიდოთ სასმელებს, როგორიცაა Gatorade, რადგან ნაბახუსევის სინდრომის საწინააღმდეგო ამგვარი პოპულარული საშუალებები უამრავ დამატებით ინგრედიენტს შეიცავს, რომელთაც შესაძლოა ორგანიზმის აღდგენა შეანელონ.
გარდა ამისა, დიეტოლოგის რჩევით, პირველი, რასაც უნდა მოერიდოთ გაწმენდის/დეტოქსიკაციის დროს, არის დამუშავებული საკვები, განსაკუთრებით კი – დამუშავებული შაქარი. ისეთი საკვები, როგორიცაა: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და ფოთლოვანი მწვანილი – „საუკეთესო მეგობრებად“ უნდა გაიხადოთ.
კირა კარიაული
მსგავს თემაზე: ნაწლავების მსუბუქი გაწმენდა და ორგანიზმის გაახალგაზრდავება მარტივი მეთოდით
დარიჩინი თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს და ვარიკოზისგანაც გვიცავს
კომენტარები