რაზე მეტყველებს ხაზები მაჯაზე – ბუნებრივი „სამაჯური“
მაჯის სახსარზე არსებული ხაზები დიდ ინფორმაციას იძლევა ადამიანის ხასიათის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და მისი მომავლის თაობაზეც კი, აცხადებენ ქირომანტიის სპეციალისტები.
მათი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხაზი აქვს ადამიანს მაჯაზე. რამდენად შეესაბამება მათი მტკიცება სინამდვილეს, თავად შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ ხელებზე დაიხედავთ, ბუნებრივ „სამაჯურებს“ დაითვლით, მერე კი ქირომანტთა განმარტებებს გაეცნობით.
პირველი ხაზი
ჩვეულებისამებრ ადამიანს მაჯის სახსარზე ორი ან სამი ხაზი აქვს, რომლებსაც „სამაჯურებს“ უწოდებენ. პირველი მათგანი ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან აჩვენებს, რამდენად ჯანმრთელია და აქტიური ადამიანი.
- თუ ეს ხაზი მკვეთრია, ესე იგი, სრულფასოვნად ცხოვრობთ, სწორად იკვებებით და ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის უზარმაზარი შანსი გაქვთ.
- თუ ხაზი ალაგ-ალაგ მკრთალია, მაშინ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ რაციონის შეცვლასა და სტრესისთვის თავის არიდებაზე.
- ამასთან, ქირომანტების თქმით, „წყვეტილი“ ხაზი მაჯაზე იმის ნიშანია, რომ ადამიანს გაუჭირდება ბავშვობის ოცნებების ასრულება.
მეორე ხაზი
აქაც იგივე შეიძლება გავიმეოროთ:
- თუ ხაზი მკვეთრია და უწყვეტი, ესე იგი, ცხოვრებაში წარმატება გელოდებათ.
- თუ ის განსაკუთრებულად მკაფიოდ ჩანს, ელოდეთ სიმდიდრეს; ხოლო თუ წყდება — ფინანსური სირთულეები გარდაუვალია.
მესამე ხაზი
- თუ მაჯაზე სამი ხაზი გაქვთ და თანაც უწყვეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ:
დიდ გავლენას მოახდენთ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე როგორც სამსახურის, ისე პირადი ცხოვრების კუთხით. - ამასთან, თქვენ ის ადამიანი ხართ, ვისაც ყველა იმახსოვრებს.
მეოთხე ხაზი
ქირომანტების მტკიცებით, ეს ხაზი ყველას არ აქვს. თუ თქვენ ის გაქვთ, იცოდეთ, რომ:
- ხანგრძლივი სიცოცხლე გელით დიდ ოჯახში.
- ბევრი შვილი გეყოლებათ.
გახსოვდეთ: თუ მეოთხე ხაზი მესამის პარალელურადაა გავლებული, იცოდეთ, რომ თქვენი მესამე „სამაჯურის“ თვისებები კიდე უფრო გაძლიერდება.
ჩვენი მხრივ კი დავამატებთ:
რამდენი ხაზიც არ უნდა გქონდეთ ხელზე, თქვენს ცხოვრებას თქვენ გარდა სხვა ვერავინ „ააწყობს“. თუ ნებისყოფა, ცოდნა და თავდაჯერებულობა საკმარისი გაქვთ, მაშინ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებაც გარანტირებულია.
ქირომანტებმა კი რაც უნდათ, ის თქვან!
sputnik-georgia.com
მსგავს თემაზე: ბედნიერების „რუკა“: რას ამბობენ ხელისგულზე აღბეჭდილი ხაზები?
რას ნიშნავს ადამიანის ხელისგულზე ლათინური M-ის მსგავსი ხაზები
რას ნიშნავს ადამიანის ხელისგულზე ლათინური M-ის მსგავსი ხაზები
კომენტარები