ვიდეოისტორიასაქართველო

რატომ იყო 11 წელი მიწაში ჩაფლული 5532 ქართული საგალობელი – როგორ და სად იპოვეს დაკარგული ჩანაწერები? (ვიდეო)

XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო გზა და საშუალება ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირებისა, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა.

ექვთიმე აღმსარებელი ქართულ საგალობლებს ჯერ კიდევ ერისკაცობაში გაეცნო ილიას თანამებრძოლ მაქსიმე შარაძესთან ერთად და „მოიწამლა ქართული გალობით“. თანამოსაგრეთა – მაქსიმე შარაძისა და ფილიმონ ქორიძის გარდაცვალების შემდეგ, გასული საუკუნის 10-იან წლებში, ეს უზარმაზარი განძი – ქართულ საგალობელთა ნოტები – ექვთიმეს ხელთ აღმოჩნდა. ესტატე კერესელიძე გელათში ბერად აღიკვეცა და ბერმა ექვთიმემ თავს იდო ამ კოლოსალური მასალის გადაწერის, სისტემატიზაციისა და მრავალი საგალობლისათვის ხმის შეწყობის ტიტანური შრომა.

ასე განთავსდა 37 წიგნში 5532 საგალობელი, რომელთაც რუსეთის მიერ საქართველოს მეორედ დაპყრობის შემდეგ უდიდესი საფრთხე დაემუქრა. ექვთიმემ, საკუთარი სიცოცხლისა და ზნეობრივი გმირობის ფასად, მარტოდმარტომ საგალობლები ურმით ჯერ სვეტიცხოველში ჩამოიტანა, შემდეგ (1929 წელს) ზედაზნის მონასტრის ეზოში რკინის ყუთით მიწაში ჩაფლა (საგალობელთა გვერდით წინასწარ საფლავიც საკუთარი ხელით გაითხარა).

თერთმეტი წელი იყო ქართველი ერის მუსიკალური საუნჯე მიწაში…  როგორ და სად იპოვეს დაკარგული ჩანაწერები?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close