საზოგადოებასაქართველო

მათთვის, ვის პირადობის მოწმობასა და პასპორტში დაბადების თარიღი სხვა დოკუმენტებში მითითებული თარიღისგან განსხვავდება, სპეციალური კანონი ამოქმედდება

დღესდღეობით საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, მრავალი წელია, საქართველოს მოქალაქის პირადობის ისეთ მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის ისეთ პასპორტს ფლობს, რომელში მითითებული დაბადების თარიღიც მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან განსხვავდება, რაც ამ პირთა პირადობის მოწმობების გაუქმების საფუძველია და მათი პასპორტების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს.

ამ მოქალაქეებისთვის პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს. 

კანონში შემდეგი ნორმის დამატება მოხდება – თუ 2024 წლის პირველ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის პირველი მაისის შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის პირველ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული. ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში მიეთითება, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ზემოხსენებულ ახალ მოწმობაზე ან საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება, გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის გაუქმების საფუძველი.

შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით უკვე განიხილა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close