ხვიჩა კვარაცხელია თებერვალში „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ხვიჩა კვარაცხელია თებერვალში „ნაპოლის“ საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ხმის მიცემა თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად „ნაპოლის“ ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა. ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თებერვალში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
27 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ში 43 ქულით მეშვიდე ადგილზეა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც თამაშობს – განმეორებითი შეხვედრა 12 მარტს გაიმართება ბარსელონაში (თბილისის დროით მატჩი 13 მარტს 00:00 სთ-ზე დაიწყება). შეგახსენებთ, რომ პირველი მერვედფინალური შეხვედრა „სტადიო მარადონაზე“ 21 თებერვალს ფრედ – 1:1 დასრულდა.
კომენტარები