ქართველები უცხოეთშიარტისტი

თქვენ გამო ყველა მწვერვალს დავიპყრობ! – რას ამბობს 4 წლის შემდეგ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებული ალექსანდრე ზაზარაშვილი (ვიდეო)

ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც ამჟამად 17 წლისაა და მსოფლიო მასშტაბით უკვე მოიპოვა პოპულარობა, 4-წლიანი განშორების შემდეგ ამერიკიდან საქართველოში ჩამოვიდა.

თვითმფრინავიდან რომ გამოვდიოდი არ მჯეროდა რომ ძლივს დედაჩემს, ჩემს დას, ჩემს ოჯახს ჩავიკრავდი გულში ამდენი ხნის შემდეგ, ფეხსაც ვითრევდი ბარგის აღების დროს, არ ვიცოდი როგორ მივსალმებოდი მათ.

რამდენი რამ გამოვიარე და იმისდა მიუხედავად რომ ფიზიკურად ჩემთან არ იყვნენ, მათმა სითბომ, და სიყვარულმა ყველაფერი გადამატანინა!

დღეს მე ვარ უბედნიერესი, ჩემს ოჯახთან ერთად, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად ვაფასებ! თქვენს გამო ყველა მწვერვალს დავიპყრობ! – დაწერა ფეისბუქზე ალექსანდრემ და ვიდეოც გაავრცელა. ეს ემოციური კადრები ალბათ ბევრმა თქვენგანმა ნახა.

უხარია, რომ ოთხწლიანი განშორების მიუხედავად საქართველოში ხალხს კიდევ ახსოვს, უყვარს და მის მიმართ სითბოს გამოხატავს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც ქარელში, სოფელ რუისში დაიბადა და გაიზარდა, ახლა ამერიკაში ცხოვრობს. გასულ წელს მან რამდენიმე შტატში ტურნე ჩაატარა, რომელიც სოლო კონცერტით ნიუ-იორკში დააგვირგვინა.

ალექსანდრე სულ ერთი თვით დაბრუნდა საქართველოში, რადგან ამერიკაში დიდი საქმეები ელის…

როგორც ამბობს, ამერიკაში ძალიან დიდი ვარსკვლავების, როგორებიც არიან სტინგი, კანიე უესტი და ასე შემდეგ, პროდიუსერმა იპოვა და მასთან ერთად ახალ ალბომზე მუშაობს.

ალექსანდრეს თქმით, 4 წელი საიმიგრაციო საქმეების მოგვარებას დასჭირდა და ახლა მოგზაურობის უფლება შეზღუდული აღარა აქვს. საქართველოში უკვე პირველი კონცერტიც დაგვიანონსა – ალექსანდრე აპირებს, ამერიკული ტურნე საქართველოშიც გაიმეოროს.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: „ეს რა დილა გათენდა, შერონ სტოუნმა ჩემი ვიდეო გააზიარა!“ – ალექსანდრე ზაზარაშვილი

ნიუ-იორკში ალექსანდრე ზაზარაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა (ვიდეო)

ნიუ-იორკში ალექსანდრე ზაზარაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close