ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 12-18 თებერვალი

 თებერვლის ეს კვირა ვენერას და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტით დაიწყება, რაც ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობას საყვარელ ადამიანებთან განსაკუთრებულ სულიერ ერთობას მოუტანს. გააქტიურებულია გრძნობებისა და რომანტიკის სფეროები. შუა კვირაში გაზრდილია ცნობისმოყვარეობა და რაღაც ახლის დაწყების სურვილი, რის შედეგადაც შესაძლებელია მიაღწიოთ წინსვლას სამსახურში, სწავლასა და ბიზნესში.

კვირის ბოლო დღეებში უნდა გააკონტროლოთ თქვენი ემოციები ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით უცნობებთან. თავშეუკავებლობის გამოვლენის გამო მაღალია რეპუტაციის შელახვის რისკები.

კვირა ვენერასა და პლუტონის შეერთებით დასრულდება, მოსალოდნელია კრიტიკული პერიოდი წყვილებში ურთიერთობების შესანარჩუნებლად. კავშირის დაშლის რისკები მაღალია, თუ ურთიერთობები არ შეიცვალა და განვითარდა, რადგან ერთფეროვნება ყოველთვის არ არის სტაბილურობის სინონიმი.

უფრო კონკრეტულად, თუ რას უნდა ველოდოთ სამყაროსგან უახლოეს დღეებში, ვარსკვლავები მიგვანიშნებენ:

 

ვერძი

ამ კვირაში ჩვეულებრივზე მეტად გაგიადვილდებათ ფოკუსირება და მიზნის მიღწევა. პირად ცხოვრებაში ბევრ პოზიტიურ ცვლილებას შეამჩნევთ. საკმაოდ კარგი მდგომარეობაა ფინანსურ სფეროშიც, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ შესაძლებლობებად დარჩება, თუ არ იაქტიურებთ და უარს არ იტყვით მეგობრებისა და ახლობლების დახმარებაზე, რომლებთან ურთიერთობაში სრული გაგება და კომფორტი გექნებათ. ხუთშაბათს დიდი შანსია მიიღოთ ახალი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს სწრაფ კარიერულ წინსვლას. შაბათ-კვირას კარგად დასვენებას შეძლებთ.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

ამ კვირაში ვარსკვლავების გავლენა დაგეხმარებათ სასურველი შედეგების მიღწევაში როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. წარმატებას მიაღწევთ ყველაფერში, რასაც წამოიწყებთ. ეს პერიოდი კარგია ხელშეკრულებების დასადებად. სწორი გადაწყვეტილებების წყალობით, თქვენი ცხოვრება დასტაბილურდება, მიაღწევთ იდეალურ ბალანსს სამუშაოსა და სახლს შორის და გამონახავთ დროს, რომ კარგად გაერთოთ და იმხიარულოთ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. დროა მომავალ დღესასწაულებზე იფიქროთ.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ტყუპი

დიდი ალბათობით, ამ კვირაში რაიმე სერიოზული დაბრკოლება არ შეგექმნებათ არც პირად და არც პროფესიულ ცხოვრებაში. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ გელით სასიამოვნო მოვლენები და მეგობრული კომუნიკაცია. იგრძნობთ ცხოვრების სიხარულს და ჰარმონიას საკუთარ თავთან და სამყაროსთან. უკეთესი მომავლის გჯეროდეთ და შეცდომებს არ დაუშვებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. შაბათ-კვირას თქვენი სული ითხოვს სიმშვიდეს და განმარტოებას, დაისვენეთ სასურველ გარემოში და ეს თქვენს კეთილდღეობაზე სასარგებლო გავლენას მოახდენს.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კირჩხიბი

კვირის დასაწყისში განსაკუთრებით ხშირად გეწვევათ ახალი იდეები და რაღაცის შეცვლის სურვილი. არ არის გამორიცხული, რომ მაცდურ შესაძლებლობებს შორის არჩევანის გაკეთების პრობლემა გქონდეთ. სანამ იმოქმედებთ, მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ იფიქროთ და კარგად აწონ-დაწონოთ ყველაფერი. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებით. შაბათ-კვირას ნუ დარჩებით სახლში, წადით თეატრში ან კინოში, მოინახულეთ მეგობრები და კარგად გაერთეთ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ლომი

ამ კვირაში ზედმეტად არ უნდა დაკავდეთ სხვა ადამიანების ინტერესების დაცვით, რადგან სამსახურში საქმეები წარმოუდგენელი სისწრაფით დაგროვდება და დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. შეიძლება გაგიჭირდეთ დროის გამონახვა დასვენებისთვის, მაგრამ თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ, დაძლიოთ ნებისმიერი პრობლემა, რომელსაც ამ კვირაში შეხვდებით. მთავარია არ დაკარგოთ ნდობა, ოპტიმიზმი და აკონტროლოთ თქვენი ქმედებები როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ქალწული

მთელი კვირის განმავლობაში, დიდი ალბათობით, კარგ განწყობაზე იქნებით, რადგან თქვენი ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა სფეროში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას  შეამჩნევთ. რთული სიტუაციები თქვენი კონტროლის ქვეშ იქნება და უახლოეს მომავალში ყველაფერს წარმატებით მოაგვარებთ. საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული და თბილი გახდება, კამათი და უთანხმოება წარსულს ჩაბარდება თქვენი სიკეთისა და მშვიდი ბუნების წყალობით. შაბათ-კვირას ეწვიეთ საინტერესო გამოფენას, წადით წვეულებაზე, იყიდეთ ბილეთი კონცერტზე.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

სასწორი

ამ კვირაში სასიამოვნო სიახლეები და შეხვედრები გელით, შესაძლებელია რომანტიკული პაემანი. თქვენი პირადი ცხოვრება ძალიან მდიდარი იქნება საინტერესო და სასიამოვნო მოვლენებით. სამსახურში რეპუტაციის გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობა გექნებათ, ხუთშაბათს და პარასკევს შეძლებთ საკუთარი პროფესიონალიზმის დემონსტრირებას, ხელმძღვანელები დააფასებენ თქვენს იდეებს. კვირის ბოლოს დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან პლანეტების გავლენის გამო შეცდომების დაშვებისკენ იქნებით მიდრეკილი.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

 

მორიელი

ამ კვირაში თქვენი კომუნიკაციის უნარი მაქსიმალურად გამოიყენეთ, ეს დაგეხმარებათ გეგმებისა და ჩანაფიქრის განხორციელებაში. წარმატებები გელით ბიზნესში, შეგიძლიათ სოლიდური მოგების იმედი გქონდეთ. სამომავლო წარმატებულ პროექტებს ახლა ეყრება საფუძველი. სამუშაოს დიდი მოცულობის მიუხედავად, საკმარისი დრო გექნებათ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სათანადო დასვენებისთვის, რაც დაგროვილი სტრესისგან გაგათავისუფლებთ და ახალ ენერგიას შეგმატებთ. თქვენი პირადი ცხოვრება უფრო ჰარმონიული გახდება და ბედნიერების განცდა გაგანებივრებთ.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მშვილდოსანი

არსებობს ნიშნები იმისა, რომ ეს კვირა თქვენთვის მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება მდიდარი. ვარსკვლავების გავლენის გამო მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, რომლებიც შეიძლება მოხდეს თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, თუმცა შეშფოთების დიდი მიზეზი არ გაქვთ, რადგან ყველა ეს სიტუაცია, ძირითადად, პოზიტიური ხასიათისა იქნება და მოტივაციას მოგცემთ ახალი პროექტების განსახორციელებლად და თქვენი ცხოვრების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად. შეეცადეთ, შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში დაისვენოთ და მომავალი კვირისთვის პროფესიულ სფეროში უფრო აქტიური ცხოვრებისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თხის რქა

ამ კვირაში თქვენს პირად ცხოვრებაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება და დიდ შვებას იგრძნობთ. ყოველ შემთხვევაში ამაზე მიუთითებს ვარსკვლავების ხელსაყრელი პოზიცია. ნაკლებად დაძაბული იქნებით და  შესაძლოა დროც კი გამონახოთ დიდი ხნის უნახავი მეგობრების მოსანახულებლად. ზოგიერთი თქვენგანი დიდი ხნის ძებნის შემდეგ შეძლებს ძალიან კარგ სამსახურში დასაქმებას და ფინანსური პრობლემების გადაჭრას. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას იყავით ობიექტური და კრიტიკისგან თავი შეიკავეთ.

სასიკეთო დღეები: 12, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მერწყული

სანამ  შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ. ეს ეხება როგორც პროფესიულ, ისე პირად სფეროებს. ახლა მიზანშეწონილია, არ განახორციელოთ რაიმე რადიკალური ქმედებები. შეეცადეთ, არ ჩაერთოთ კონფლიქტებში, თუ ეს აუცილებელი არ არის. პარასკევს, სავარაუდოდ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება, ამ დღეს მოგიწევთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, რომელზეც შეიძლება თქვენი პერსპექტივა იყოს დამოკიდებული. შაბათ-კვირა ძალიან ემოციური პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის, რადგან მოსალოდნელია დიდი ხნის უნახავი მეგობარი გესტუმროთ უცხოეთიდან.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 16.

 

თევზები

ამ კვირაში სწრაფად უნდა შეცვალოთ გეგმები და მიიღოთ გადაწყვეტილებები, ნუ შეგეშინდებათ გარისკვა. შეეცადეთ, იყოთ უკიდურესად გულწრფელი საკუთარ თავთან, ეს თვისება საშუალებას მოგცემთ, გაიუმჯობესოთ ცხოვრება როგორც პირად, ისე პროფესიულ სფეროში. შუა კვირაში ბევრი თქვენგანი მიიღებს სასიხარულო ამბებს, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ. თავისუფლად დადეთ ხელშეკრულებები შორეულ პარტნიორებთან – ეს გარიგებები დიდ მოგებას მოგიტანთ. შაბათ-კვირას მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close