ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი, მათ შორის არიან მოზარდებიც (ვიდეო)

ერთ დაკარგულს ისევ ეძებენ

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველებმა 8 ცხედარი იპოვეს. ერთ დაკარგულ ადამიანს ისევ ეძებენ.

მეწყერმა იმსხვერპლა რობაქიძეების ოჯახის 3 წევრი: 20 წლის სტუდენტი გოგონა – ნია რობაქიძე, მისი დედა და ბებია. მათ ცხედრებს მაშველებმა სამზარეულოს ნანგრევებში მიაკვლიეს. მამა გადარჩა, მხოლოდ ფეხი დაიზიანა – მეწყრის ჩამოწოლის დროს იგი ეზოში იყო. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მაშველებმა  მდინარე ხანისწყლის კალაპოტში მიაკვლიეს მეოთხე გარდაცვლილის, შუახნის ქალის ცხედარს. ერთი დაკარგული, რომლის ძებნაც ამ დრომდე გრძელდება, მისი ქალიშვილია. მეწყერმა მათი სახლი მთის ფერდობიდან მდინარემდე ჩაიტანა.

მეწყერმა მოიყოლა სახლი, სადაც კაცი სკოლის მოსწავლე სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა: მაშველებმა მიწის მასიდან ამოიყვანეს ოჯახის მამა, მისი მეცხრეკლასელი ტყუპი გოგო და მეთერთმეტეკლასელი ვაჟი.

იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ერთმანეთის მეზობლად მყოფი ოთხი სახლი მოიყოლა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი 2023 წელს საინფორმაციო ბიულეტენში წერდა, რომ 2023 წლისთვის ბაღდათის სოფლებში მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი. იმ სოფლებს შორის, რომლებიც დოკუმენტში პოტენციურ სტიქიის ზონადაა მონიშნული, სოფელი ნერგეეთიც არის.

საქართველოში დროდადრო ხდება ბუნებრივი სტიქიური მოვლენები – მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი – რომლებიც, სამწუხაროდ, ზოგჯერ მსხვერპლით მთავრდება ხოლმე. გასული წლის აგვისტოში მთელი საქართველო შეძრა რაჭის ტრაგედიამ, რომლის დროსაც მეწყერმა და ღვარცოფმა 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ცნობილი კურორტი შოვი მიწასთან გაასწორა.

მსგავს თემაზე:

შოვის ტრაგედია – ზაზა მესხის შვილის ძებნა გრძელდება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close