ქართველები უცხოეთშიიტალიასპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებს? – 3-4-მილიონიანი განსხვავება მოთხოვნასა და შეთავაზებას შორის

მას შემდეგ, რაც იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან, ქართველი ფეხბურთელის მიმართ სხვა კლუბებისგან ინტერესი ისევ გაჩნდა. 22 წლის შემტევის შეძენით ამჯერად ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა. ინფორმაციას footballtransfers.com-ი ავრცელებს.

ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. მაშინ გაფორმებული კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდეა ძალაში. ამ ხელშეკრულების პირობების თანახმად, საქართველოს ნაკრების ლიდერი სეზონში 1,2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ სკუდეტო მოიგო და ხვიჩა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მისი ხელფასი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია კლუბში. მაგალითად, ვიქტორ ოსიმენის წლიური ხელფასი10.9 მილიონი ევროა. იტალიურ გუნდსა და ქართველ შემტევს შორის კრიზისიც ამან წარმოქმნა.

ამ კრიზისის ფონზე ლონდონის „არსენალი“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით დაინტერსდა. ბრიტანული გამოცემა Express-ის ცნობით, კლუბი ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას უახლოეს დღეებში აპირებს.

ინგლისური მედია წერს, რომ სატრანსფერო ბაზარზე სწორედ მსოფლიო ფეხბურთის 22 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის დამატებისთვის ბრძოლა კონკურენტუნარიანი იქნება და ამ ბრძოლაში ლონდონის „არსენალს“ ამავე ქალაქის წარმომადგენელი „ტოტენჰემი“ და სხვა ევროპული გრანდები გაეჯიბრებიან.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 19 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. კვარაცხელია „ნაპოლის“ შემადგენლობაში მოედანს დისკვალიფიკაციის შემდეგ „ვერონასთან“ მატჩში 4 თებერვალს დაუბრუნდება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close