სპორტი

„ნაპოლიმ“ „ლაციოსთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა – ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია

იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში კვირას, 28 იანვარს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა რომის ოლიმპიურ სტადიონზე (Stadio Olimpico) გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, რადგან  წინა ტურში „სალერნიტანასთან“ ყვითელი ბარათი მიიღო და ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო დისკვალიფიცირებული იყო.

21 შეხვედრის შემდეგ „ნაპოლიმ“ 32 ქულა დააგროვა, სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა და მე-6 ადგილზე მყოფ „ლაციოს“ ორი ქულით ჩამორჩება, რომელსაც მოგების შემთხვევაში გადაუსწრებდა.

ხვიჩა კვარაცხელია გუნდს მომდევნო მატჩში დაუბრუნდება, რომელსაც  „ნაპოლი“ 4 თებერვალს „ვერონასთან“ გამართავს შინ, „სტადიო მარადონაზე“. თამაში თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close