საზოგადოებასაქართველო

ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით, მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 34 ადამიანი გადაარჩინეს.

„20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემს, Lider Halil-ს კუნძულ კრეტის სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.

ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით, დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00). ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.

აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close