ამინდისაქართველო

ამინდის მოკლევადიანი პროგნოზი – ღამით გაძლიერდება ყინვა

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25-26 იანვარს საქართველოში შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 27 იანვრიდან კვლავ ნალექია ნავარაუდევი. საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით:

თბილისში 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს კი ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 25-26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -4, -6 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close