ფრანგული გრანდი „პარი სენ-ჟერმენი“ მბაპეს შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიას ხედავს, ქართველის აგენტები ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაუმჯობესებას შეეცდებიან
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება „პსჟ“-ს სურს. ფრანგული ფეხბურთის გრანდი ქართველ თავდამსხმელში კილიან მბაპეს შემცვლელს ხედავს, – ინფორმაციას Sportitalia ავრცელებს.
„კილიან მბაპე მზადაა, პარიზს დაემშვიდობოს. „პარი სენ-ჟერმენი“ კი სატრანსფერო ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადება. ისინი განიხილავენ „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კანდიდატურას, რომელმაც სერია A პირველივე სეზონში დაიპყრო. მას „ნაპოლისთან“ ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ არაა დარწმუნებული, რომ იქ დიდხანს დარჩება.
კვარაცხელიას იტალიურ კლუბთან გაუმჯობესებული პირობებით ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. ამიტომ პსჟ-ს შეუძლია, ამით ისარგებლოს. თუმცა ამ ზაფხულს „ნაპოლი“ ოსიმენის გასხვისებასაც განიხილავს, ასეთ შემთხვევაში ძნელი სათქმელია, შეელევა თუ არა კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას“, – ამტკიცებს Sportitalia.
პარალელურად, იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქართველი ფეხბურთელის აგენტები საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის მატჩებზე გაემგზავრნენ, რათა აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრონ.
„როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტები საუდის არაბეთში „ნაპოლის“ პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრებენ. ქართველ თავდამსხმელს სეზონში, დაახლოებით, 1.3 მილიონ ევროს უხდიან, ეს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასია. უდავოა, რომ ქართველი ხელშეკრულების პირობების კორექტირებას იმსახურებს. ფეხბურთელის ხელფასი, შეიძლება, სეზონში 3.5-დან 4 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. იტალიური კლუბი კი ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით, 2028 წლამდე გახანგრძლივებას შეეცდება“, – ვკითხულობთ Il Mattino-ში.
1tv.ge
ხვიჩა კვარაცხელიათი „პარი სენ-ჟერმენის“ დაინტერესება ახალი არ არის. ამის თაობაზე ჯერ კიდევ გასულ წელს იყო საუბარი, ნოემბერში გერმანულმა საფეხბურთო გამოცემამ დაწერა იმის თაობაზე, რომ თუ კილიან მბაპე 2024 წლის ზაფხულში პარი სენ-ჟერმენს დატოვებდა, კლუბი მის შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავდა. დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის „ჩელსი“ კილიან მბაპეს შეძენას გეგმავს და „პსჟ“ ამ ტრანსფერს მხარს უჭერს. შეგახსენებთ, რომ „პსჟ“ საფრანგეთის პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა 43 ქულით და მეორე ადგილზე მყოფ „ნიცას“8 ქულით
View this post on Instagram
კომენტარები