ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 1-7 იანვარი

2024  წლის პირველი კვირა ექსცენტრიკული და დინამიკური იქნება. სანამ ყველა საახალწლო დღესასწაულითაა გარემოცული, დრო არ იცდის და დასვენების პერიოდი დასასრულს უახლოვდება. ამგვარ ვითარებაში იშვიათად თუ ვინმე იწყებს მზადებას ახალი სამუშაო კვირისთვის. ადამიანების უმეტესობა საახალწლო სურვილების ასრულებას ელოდება (ზოგი –  შემოსავლის უეცარ მატებას, ზოგი კი – შეხვედრას იდეალურ მეორე ნახევართან) და ამ სურვილებს ახდენის შანსი რეალურია.

 

ვერძი

კარგი, ნამდვილად სადღესასწაულო კვირაა როგორც თქვენთვის, ისე თქვენი ოჯახისთვის. როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, შესანიშნავი დროა, რომ დაგეგმოთ მოკლე ოჯახური მოგზაურობა, ოჯახური დღესასწაული, ნათესავებთან შეხვედრა. ამ კვირაში მნიშვნელოვანია სიმშვიდე და წონასწორობა. ნუ აჰყვებით ემოციებს. დროა გაიხაროთ უმცირესი მიღწევებით, რადგან მთავარი მიღწევები ჯერ არ ჩანს. ახალი წლიდან შეეცადეთ გააფართოოთ თქვენი საქმიანი კონტაქტები, შესაძლოა მომგებიანი ბიზნესპარტნიორობა. მშობლებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება, თუ რაიმე საჩუქარს მოუმზადებთ და მოულოდნელად აჩუქებთ.

სასიკეთო დღეები: 2, 6.

არასასიკეთო დღე: 3.

 

კურო

ეს კვირა მხიარული დასვენების და აქტიური მოქმედებების პერიოდია, მაგრამ ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, გაუფრთხილდით თქვენს ცხოვრებას, დაიცავით იგი უცხო ადამიანების „სასარგებლო რჩევებისგან“, რომლებიც შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს სასარგებლო! ფინანსურად ვითარება სტაბილურია. არსებობს მოულოდნელი თანხის მიღების შანსი. კვირის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მოგზაურობები, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და სასარგებლოს სასიამოვნოსთან შერწყმის შესაძლებლობა, მაგრამ ეცადეთ ნაკლებად იყოთ ხმაურიან კომპანიებში, უპირატესობა მიანიჭეთ მეგობრების ვიწრო წრეს.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ტყუპი

ამ კვირაში ყველა სიკეთე თავისთავად მოვა თქვენთან და თქვენ არც კი გჭირდებათ ამისთვის მომზადება,  უბრალოდ, უნდა იოცნებოთ და გჯეროდეთ ყველაფერი კარგის – ოცნებები ახდება, ცხოვრება მშვენიერია! წინ ბევრი ბედნიერი მომენტი, რომანტიკა და საინტერესო მოვლენა გელით. შეიძლება  მოულოდნელად მოვიდნენ თქვენთან ახლობლები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, ან დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა გქონდეთ ძველ მეგობართან. თქვენს მიღწევებს სამსახურში  დააფასებენ. არის შანსი, რომ მიიღოთ მომგებიანი შემოთავაზება. ეს ყველაფერი მთელი კვირის განმავლობაში კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში განსაკუთრებულ სიძლიერეს და შრომისმოყვარეობას იგრძნობთ და შეგიძლიათ მიიღოთ კარგი შემოსავალი, თუ თქვენ იმუშავებთ, სანამ ყველა ისვენებს. ეს პერიოდი ბევრისთვის აქტიურობისა და ახალი პრობლემების გადაჭრის კვირაა. უფროსების ან მეგობრების ბრძნული რჩევა კარგი დახმარება იქნება თქვენს საქმეში, ასევე, დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას. შეიძლება დაგჭირდეთ, რომ ცხოვრებას ფილოსოფიურად შეხედოთ და ყველა სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ. სიტყვებისა და ლოგიკის დახმარებით თითქმის შეუძლებელს მიაღწევთ!  გაიხსენეთ რუსთაველის აფორიზმი: „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი!“

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ლომი

დიდი ალბათობით, თქვენთვის მხიარული საახალწლო კვირა იქნება, რომელიც ოპტიმისტურ განწყობას შეგიქმნით, სასიამოვნო და მრავალფეროვანი დასვენება გელოდებათ. სასურველია ამ კვირაში თავი აარიდოთ საქმეებში გადაჭარბებულ აქტიურობას. არ ღირს ნერვიულობა და ვინმესთვის რჩევების მიცემა. ოთხშაბათს შეგიძლიათ დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ ძალებს, თქვენს ინტუიციას ენდოთ, რისი წყალობითაც წარმატებით განახორციელებთ ნებისმიერ გეგმასა და იდეას. ხუთშაბათი ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. კვირის ბოლოს მეგობრებთან შეხვედრები ძალიან გაგახარებთ და სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ქალწული

ვარსკვლავების დადებითი გავლენის წყალობით, მხიარული საახალწლო კვირა გელოდებათ, იღბალი თქვენი თანმხლები იქნება ცხოვრების ყველა სფეროში. შესაძლოა მოულოდნელი და საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ და მის განხორციელებაში მეგობრების დახმარების იმედი უნდა გქონდეთ. თქვენი შრომის მაღალი შეფასება გზას გაგიხსნით შემდგომო კარიერულო წინსვლისთვის. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება. შესაძლოა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს პირად ცხოვრებაზე, წარმატებით მოაგვარებთ ნებისმიერ საკითხს და ოჯახში სიმშვიდეს და ჰარმონიას შეინარჩუნებთ.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 2.

 

სასწორი

ეს კვირა სავსე იქნება აქტივობებითა და შეხვედრებით, გელით სასიამოვნო მოვლენები, საინტერესო მოგზაურობა და  ქეიფი მეგობრებთან ერთად. ასევე ხელსაყრელი პერიოდია პირად ცხოვრებაში ცვლილებებისა და ახალი რომანის დასაწყებად. ინტუიცია და ინფორმაციის სრული ცოდნა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიზნესის წარმატებულ განვითარებაში. ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ხელშესახებ სარგებელს მოგიტანთ. შაბათ-კვირა უმჯობესია ოჯახთან ერთად ან თქვენთვის კომფორტულ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მორიელი

ახლა სავსე ხართ ენერგიით და ენთუზიაზმით. წინ პოზიტიური ცვლილებები გელით, სამყაროს ახლებურად დაინახავთ და რამდენიმე ძველ იდეას გააცოცხლებთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას, მოუსმინეთ თქვენს გულს. შეძლებთ გაუმკლავდეთ დამაბნეველ სიტუაციებს და მიიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ძალისხმევის კონცენტრირება მთავარ ამოცანებზე. თავგადასავლებისა და მოგზაურობისაკენ ლტოლვა გაგიძლიერდებათ, გაგიჭირდებათ ერთ ადგილზე ჯდომა. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მშვილდოსანი

ამ სადღესასწაულო კვირაში კარგად უნდა დააკვირდეთ, ვისთან გაქვთ საქმე. ახალ კომპანიაში ნუ იქნებით ძალიან გულწრფელი მათთან, ვისაც კარგად არ იცნობთ. ცოდნა და არაჩვეულებრივი მოქმედების უნარი მომგებიანი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგცემთ. ბიზნესმენები შეძლებენ პრაქტიკული სარგებლის მიღებას ნებისმიერი ტრანზაქციისა და პროექტიდან. ეს ყველაფერი ოპტიმიზმს შეგმატებთ და საახალწლო განწყობას აგიმაღლებთ. შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან, რადგან ისინი ახლა ყველაზე ყურადღებიანები არიან. მოემზადეთ მოულოდნელი შეხვედრებისა და მოგზაურობებისთვის. შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას.

სასიკეთო დღეები: 2, 7.

არასასიკეთო დღე: 1.

 

თხის რქა

ეს საახალწლო კვირა წარმატებას გპირდებათ. ცხოვრება ამ კვირაში უამრავ საჩუქარს მოგიტანთ  შემთხვევითი კონტაქტების, სხვადასხვა შეხვედრისა თუ ხანგრძლივი მოგზაურობის სახით. შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ სასარგებლო კავშირები და ახალ დონეს მიაღწიოთ. ბევრი თქვენგანი კარგ დივიდენდებს მიიღებს წარსულში განხორციელებული ინვესტიციებიდან და შეძლებს წინსვლას ნებისმიერი ახალი იდეით. თქვენს პირად ცხოვრებაში მშვიდობა, ჰარმონია და რომანტიკა დაისადგურებს. ისიამოვნეთ, სანამ ამ იღბლიან ტალღაზე იქნებით!

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მერწყული

ამ სადღესასწაულო კვირაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ გარშემო მყოფების ზოგიერთი პრობლემის მოგვარებასაც შეძლებთ. ადამიანების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გაიღიმეთ და უფრო აქტიური იყავით. ოთხშაბათს თქვენი მიზნის მიღწევაში შეუპოვრობა კარგ შედეგებამდე მიგვიყვანთ. უბრალოდ, თქვენი გრძნობები გააკონტროლეთ, აგრესიას ნუ გამოავლენთ, რაში გჭირდებათ პრობლემები?! იმ მერწყულებს, რომლებმაც ბიზნესი წამოიწყეს ან კონტრაქტები გააფორმეს, შეუძლიათ წარმატების იმედი ჰქონდეთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ კარგად დაისვენოთ და სამსახურში აქტიურობისთვის მოემზადოთ.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 3.

 

თევზები

ამ საახალწლო კვირაში თქვენი ენერგია მაქსიმალურად გამოიყენეთ, იცხოვრეთ აქტიურად როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ამავდროულად, დრო ეფექტურად გაანაწილეთ – ისე, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ყველა რესურსი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. იღბალი თქვენთან იქნება და, უბრალოდ, ამით უნდა ისარგებლოთ. ძალიან სავარაუდოა, რომ იდეები, რომლებიც გაგიჩნდებათ, მნიშვნელოვან დივიდენდებს მოგიტანთ კარიერისა და გაზრდილი შემოსავლის სახით. დაიცავით თავი ზედმეტი კონტაქტებისგან, ისინი დაღლილობის გარდა არაფერს მოგიტანენ. შაბათ-კვირას კარგი იქნება, სიმშვიდით და კომფორტით დატკბეთ.

სასიკეთო დღეები: 2, 5.

არასასიკეთო დღე: 6.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close