მსოფლიოტექნოლოგიები

სამყაროს ყველაზე დიდი „ნაძვის ხე“, რომელიც დედამიწიდან 2500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს – NASA-ს ულამაზესი ფოტო

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) კლასტერის NGC 2264 ვარსკვლავთა შეჯგუფების ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც საშობაო ნაძვის ხეს ჰგავს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, სპეციალისტებმა გამოსახულება ორი ტელესკოპის მონაცემების გამოყენებით შექმნეს – Chandra-ს და Wisconsin-Indiana-Yale-NOAO-ს (WIYN). მათ გამოსახულება 160 გრადუსით შეატრიალეს, რათა ნაძვის ხეს უფრო დამსგავსებოდა.

ეს ნისლეული დედამიწიდან 2500 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.

ვიზუალური, კომპოზიტური ქმნილება ახალგაზრდა ვარსკვლავებს აერთიანებს, რომელთა მასაც შვიდჯერ აღემატება ჩვენი მზის მასას. გამოდის, რომ სწორედ ეს ერთიდან ხუთ მილიონ წლამდე ასაკის ვარსკვლავები ანათებენ კოსმოსის სიბნელეს ნაძვის ხის ფორმით. ხოლო მწვანე ფერს ნისლეულის გაზი ქმნის. ამავდროულად, თეთრი ლაქები, რომლებიც ღამის ცაში მოციმციმე შუქებს ჰგავს, ინფრაწითელ მონაცემებს წარმოადგენს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close