ტექნოლოგიები

2023 წლის ყველაზე აბსურდული და სასაცილო ტყუილები

რადგან ახალი წელი და საზეიმო დღეები გვიახლოვდება, ამ სტატიაში „ფაქტ-მეტრის“ გადამოწმებულ სახალისო ამბებს წარმოგიდგენთ. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ამ ამბების გამავრცელებლების მიზანი, უმეტეს შემთხვევაში, აუდიტორიის გართობა არ ყოფილა და როგორ წესი, ინფორმაციები მავნე მიზნით, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ვრცელდებოდა, თუმცა იმედი გვაქვს, ამ ამბების აბსურდულობა ღიმილს მაინც მოგგვრით.

დეზინფორმაციაშვეიცარიაში კლინიკა პაციენტებს მკერდის მანათობელი იმპლანტის ჩასმას სთავაზობს

სოციალურ ქსელში Facebook-ის მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო და გაავრცელა მტკიცება, რომ შვეიცარიის კლინიკაში პაციენტებს მკერდის მანათობელი იმპლანტის ჩასმას სთავაზობენ.

სინამდვილეში, ლუცერნის კლინიკამ მართლაც გამოაქვეყნა „ლუმენის“ იმპლანტების ვიდეო 2021 წლის 1-ელ აპრილს. აღნიშნულ ვიდეოში კლინიკის პლასტიკური ქირურგი იურგ ჰაკი ინოვაციური პროექტის შესახებ საუბრობს, რომელიც მკერდის მანათობელ იმპლანტს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ კლინიკა ვიდეოს აღწერაშივე წერს, რომ მოცემული ინფორმაცია საპირველაპრილო ხუმრობაა.

სტატია ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

დეზინფორმაცია: დედამ თავისი შვილი ვეტერინართან წაიყვანა, რადგან ბავშვი თავს კატად აღიქვამდა

სოციალურ ქსელში TikTok-ის ვიდეოზე დაყრდნობით გავრცელდა მტკიცება, რომ ამერიკაში დედამ თავისი შვილი ვეტერინართან წაიყვანა, რადგან ბავშვი თავს კატად აღიქვამდა.

რეალურად, ვიდეო სატირულია და TikTok ანგარიშს, Kass Theaz-ს ეკუთვნის, რომელსაც თავად აქვს მითითებული, რომ მისი ანგარიში სატირული ხასიათისაა. ხაზგასასმელია, რომ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, X-ის მიერ აღნიშნული პოსტის ქვემოთ მითითებულია, რომ ვიდეო სატირულია და სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული.

სტატია ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

დეზინფორმაცია: ChatGPT-მ ისტორიაში საუკეთესო სახელმწიფოდ სსრკ დაასახელა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტმა ჯონ ადამსმა ChatGPT-ს კაცობრიობის უკანასკნელი 5000 წლის მანძილზე არსებული სახელმწიფოების რეიტინგის შედგენა სთხოვა, ხელოვნურმა ინტელექტმა კი საუკეთესოდ საბჭოთა კავშირი დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელში თავდაპირველად ძირითადად რუსულენოვან ვებგვერდებზე (ბმული 1234567), მოგვიანებით კი ქართულენოვან სეგმენტშიც გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ ChatGPT-ს რამდენიმე სახის კითხვა ისტორიაში საუკეთესო ქვეყნის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ დაუსვა. უნდა აღინიშნოს, ხელოვნურმა ინტელექტმა ისტორიაში საუკეთესო სახელმწიფოდ საბჭოთა კავშირი ერთხელაც კი არ დაასახელა.

რაც მთავარია, ინფორმაცია, თითქოს ChatGPT-მა საუკეთესო სახელმწიფოდ საბჭოთა კავშირი დაასახელა, თავდაპირველად რუსულენოვანმა ვებგვერდმა – „პანორამამ“ გამოაქვეყნა, რომელიც სატირული გამოცემაა და, ამასთანავე, სტატიის ბოლოს დართულია გაფრთხილება, რომ საიტზე მოცემული ყველა ტექსტი გროტესკული პაროდიაა და რეალობას არ შეესაბამება.

ამდენად, მტკიცება იმის შესახებ, რომ ChatGPT-მა კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო სახელმწიფოდ საბჭოთა კავშირი დაასახელა, სატირული გამოცემა „პანორამას“ შექმნილ სტატიას ეფუძნება და სინამდვილეში, რეალობას არ შეესაბამება.

სტატია ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

დეზინფორმაცია რომის პაპის როკსტარობის შესახებ

სოციალურ ქსელში როკსტარი რომის პაპის ფოტო გავრცელდა, რომელიც სინამდვილეში, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი.

იმაში, რომ ფოტო AI-ის მიერაა გენერირებული, რამდენიმე დეტალი გვარწმუნებს. როგორც ცნობილია, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სახეს და სხეულის გარკვეულ ნაწილებს ზუსტად ვერ ქმნის. თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ფონზე მყოფი ხალხის სახეები არაბუნებრივად გამოიყურება. ხელოვნურ ინტელექტს ასევე უჭირს ხელების გენერირება, ზოგჯერ თითები ზედმეტია, ზოგჯერ ნაკლები, ზოგჯერ კი ერთმანეთშია შერწყმული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო AI-ის მიერ შექმნილი მასალისთვის დამახასიათებელ ამ ნიშნებს შეიცავს.

გარდა ამისა, არსებობს ვებგვერდი aiornot.com, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, არის, თუ – არა ესა თუ ის ფოტო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გენერირებული. „ფაქტ-მეტრმა“ რომის პაპის ფოტო აღნიშნული ვებგვერდითაც გადაამოწმა. პასუხად კი მივიღეთ, რომ ფოტო ნამდვილად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

სტატია ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

დეზინფორმაცია: უკრაინაში სნეგუროჩკა და თოვლის ბაბუა კრემლის აგენტებად გამოაცხადეს

უსულენოვან სოცილურ ქსელში გავრცელდა მტკიცება, რომლის თანახმადაც, კრაინაში თოვლის ბაბუასა და სნეგუროჩკაზე ნადირობა გამოცხადდა და მათ “კრემლის აგენტებს” უწოდებენ. მომხმარებლები ასევე აცხადებდნენ, რომ მათ ფორმაში გამოწყობილ ანიმატორებს უკრაინაში ჯარიმებითა და მობილიზაციით ემუქრებიან. მტკიცებულებად მოყვანილი იყო საგანმანათლებლო და გასართობ დაწესებულებაში გამოკრული განცხადებების ფოტოები.

არდა ამისა, ბევრი მომხმარებელი ინფორმაციას შემდეგი სათაურით ავრცელებდა, უკრაინაში თოვლის ბაბუა და სნეგუროჩკა აკრძალეს“. ვრცელდებოდა ბუკლეტების ფოტოებიც, რომლებზეც ზემოაღნიშნული ინფორმაცია იყო დატანილი. ტკიცება ტელეკომპანია Россия 1-ზე ოლგა სკაბეევას პროპაგანდისტულ გადაცემაშიც გავრცელდა.

სინამდვილეში, არცერთ სანდო მედიასაშუალებაში მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება. იმ ფაქტს, რომ ინფორმაცია ყალბია და მსგავსი ბუკლეტები უკრაინის ტერიტორიაზე არ გავრცელებულადეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრიც“ გამოეხმაურა. აღნიშნული ინფორმაციის სიყალბე უკრაინულმა ორგანიზაცია Stopfake-მაც დაადასტურა.

სტატია ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკი მუცლით ცეკვას ასრულებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მთელი წლის განმავლობაში მისი დისკრედიტაციისთვის მრავალი ყალბი ამბავი გავრცელდა. ზელენსკის საწინააღმდეგოდ გავრცელებული ერთ-ერთი დეზინფორმაცია მას „მუცლით“ საცეკვაო ნომრის შესრულებას აბრალებდა, მტკიცებულად კი ამ ცეკვის ამსახველ ვიდეოს ავრცელებდა.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ვიდეოს ორიგინალი ვერსია სინამდვილეში არგენტინელ მოცეკვავე პაბლო აკოსტას ეკუთვნის.

მოცეკვავე მუცლის ცეკვის ვიდეოებს TikTok პლატფორმაზე ხშირად აქვეყნებს და მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს არათუ ზელენსკისთან, უკრაინასთანაც არაფერი აქვს საერთო.

სტატია ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

factcheck.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close