ეს ფანტასტიკური და ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ! – გაიცანით ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მმართველი ჯაბა, რომელსაც შეიძლება ქვეყნის ბედი ანდო
„იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა! ბიჭის გაკაწვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიუსაფარი ძაღლი მოკვდა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა!“ – ამ საგანგაშო ინფორმაციამ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.
შეტყობინების ავტორს, ხილბოსტნეულის მაღაზიის მმართველ ჯაბა ბოლაშვილს, რომელიც უპატრონო ძაღლს საკვებს აძლევდა, მოზარდის და მშობლების მაიდენტიფიცირებელი ან საკონტაქტო ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა მან ნამდვილი საინფორმაციო ქარბორბალა დაატრიალა – იმოქმედა სინდისის, გონიერების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის კარნახით და „ამოქოქა“ სახელმწიფო მანქანა. 17 წლის ბიჭი, რომელიც ძაღლმა გაკაწრა, მალევე იპოვეს და ის ამჟამად შესაბამის მკურნალობას გადის.
ამ ისტორიის მთავარი გმირის შესახებ სოციალურ ქსელში „გალფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯიბლაძე წერს:
„ეს ფანტასტიური და ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ: გუშინწინ განგაშის ზარი რომ შემოჰკრა ბავშვის და ძაღლის ამბავზე, ამ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ ორი სიტყვა. ცნობილი ხილ-ბოსტნის მაღაზიის მმართველი ჯაბა – გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველა სიტუაციაში შეძლებს იყოს გმირი და არის კიდევაც, ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს ამბავი კი, რომელმაც ყველა ასე დაგვზაფრა და გაგვაერთიანა, ასე დაიწყო:
ჯაბას ხილ-ბოსტანთან მცხოვრებმა და მის მიერ შეფარებულმა ძაღლმა გაკაწრა ბავშვი. ბავშვის მამა მივიდა ადგილზე და სთხოვა ჯაბას, თვალყური ედევნებინა ძაღლისთვის. შემთხვევიდან 10 დღეში მამა ისევ მისულა ხილ-ბოსტანში. ჯაბასაც მიუხარებია მამისთვის, რომ ძაღლი კარგად გრძნობდა თავს. ზუსტად 20 დღეში კი ძაღლი მკვდარი იპოვა და აქ იწყება რიგი რეაგირებისა, რომელსაც თვალს ვადევნებდი ამ დღე-ნახევარში და არაფრით არ შემიძლია თქვენც არ გაგიზიაროთ.
– ჯაბამ გადაიყვანა მკვდარი ძაღლი ექსპერტიზაზე. ცოფის დადგენის შემდეგ სასწრაფოდ გაავრცელებინა განცხადება სურსათის უვნებლობის სამსახურს, რომ იძებნებოდა ბავშვი, რომელიც მისი მაღაზიის მიმდებარედ გაკაწრა ძაღლმა.
– ჯაბა წავიდა პოლიციაში, მისცა ჩვენება და პოლიციასთან ერთად დაიწყო ოჯახის ძებნა.
– ამასობაში მისმა დროულმა და უზუსტესმა განცხადებამ სოცმედია სივრცე სრულად დაფარა. ბავშვს და მის ოჯახს ეძებდა ყველა.
– ჯაბამ ჩამორეკა ყველა სააგენტოში, სადაც შეიძლებოდა ჩატარებულიყო მსგავსი ტიპის აცრა. მის სავარაუდო მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტოებმა დაიწყეს შესაფერისი მონაცემების მქონე ბავშვის ძიება.
– გუშინ დილასვე სკოლებში, ოჯახებში დაიგზავნა საინფორმაციო სმს-ები, მათთან, ვისი მონაცემებიც მეტ-ნაკლებად ემთხვეოდა ბავშვისას.
– ჯაბა დილიდან ხვდებოდა მედიას, აძლევდა ძალიან კონკრეტულ და ზუსტ ინტერვიუებს და ყველა პლატფორმიდან ცდილობდა ხმა მიეწვდინა მამისთვის. მე გამიმართლა და ვიპოვე ჯაბა გუშინ დილას ადრიანად. რომ ვესაუბრე, მივხვდი, ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, ეს იყო ამ ადამიანის მიერ უსწორესად დაგეგმილი და მართული კრიზისული სიტუაცია. ის ყველა არსებულ და არარსებულ რესურსს იყენებდა ბავშვის მამის მოსაძებნად. და აი, რა მითხრეს მე და რამ გამაოგნა საბოლოოდ: – მე ეხლა სარეკლამოში მივდივარ, ბანერი უნდა დავბეჭდო წარწერით „SOS აქ ცოფით მოკვდა ძაღლი“ – წითელი ასოებით, თეთრ ფონზე / იმიტომ რომ, ხომ შეიძლება ბავშვის მამას არ ჰქონდეს ფეისბუქი, არ უყურებდეს ტელევიზორს… ცხრა მეტრი სამზე იქნება ეს ბანერი, მე ჩემი ფულით დავაბეჭდინებ, მოვიყვან მანქანას და თოკებით გავაბამ დიდ ტრასაზე, ეგებ თვისებაში აქვს მამას აქ ჩავლა და ჩაივლის, ყურადღებას მიაქცევს და ვიპოვნით ბავშვს. ეჭვი არ შემპარვია მის სიმართლეში. დავბეჭდეთ ბანერი, 9/3 მეტრზე. რო ვაკრავდით, მამაც გამოჩნდა… სხვანაირად ვერ იქნებოდა, რადგან ზუსტად ჩვენზე, მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს რესურსზე, ვაკეთოთ სიკეთე, ვაკეთოთ საქმე, ვაკეთოთ გულით, ვაკეთოთ მაქსიმუმი რაც შეგვიძლია / მხოლოდ ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული და ჯაბა, თავისი ცხოვრებით და თავისი უნარებით, თავისი ადამიანობით და სულგრძელობით უკვე არის ნამდვილი გმირი! და არა მხოლოდ გმირი / საუკეთესო მენეჯერი, მმართველი და კრიზის მენეჯერიც! ამიტომაა საქართველო რომ მოვიდა აქამდე, ამიტომ ზუსტად რომ არსებობენ ჯაბასნაირი ადამიანები! ყველაფრისთვის მადლობა შენ, ჯაბა!“ – წერს ნინო ჯიბლაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის გზატკეცილზე, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
ცოფის თემაზე: აშშ-ში ქალს ცოფიანი ფოცხვერი დაესხა თავს – ნახეთ, რა გააკეთა ქმარმა (ვიდეო)
აშშ-ში ქალს ცოფიანი ფოცხვერი დაესხა თავს – ნახეთ, რა გააკეთა ქმარმა (ვიდეო)
კომენტარები