მსოფლიოტექნოლოგიები

Google-მა მილიონობით ანგარიშის წაშლა დაიწყო – როგორ შევინარჩუნოთ ანგარიში

გუშინ, პირველ დეკემბერს Google-მა არააქტიური account-ების წაშლა დაიწყო. შესაბამისად, იშლება ამ ანგარიშზე განთავსებული ყველა მონაცემი, მათ შორის, შეტყობინებები, ფოტოები, კონტაქტები, Drive-ზე განთავსებული ფაილები და ა. შ.

ტექნოგიგანტი არააქტიურად მიიჩნევს იმ ანგარიშებს, რომლებიც მინიმუმ ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა. გამონაკლისი იქნება ანგარიშები, რომლებსაც იუთუბის არხებიც აქვთ. მოგეხსენებათ იუთუბის მფლობელიც გუგლია.

რატომ დაიწყო გუგლმა არააქტიური ანგარიშების წაშლა

გუგლმა უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გააკეთა.

ტექნოლოგიური გიგანტის შიდა კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა ძველი ანგარიშები, სავარაუდოდ, მრავალჯერადად გამოყენებული პაროლებით იხსნება და, აგრეთვე, ასეთ ანგარიშებზე არ არის მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე ზომები. ეს  კი ამ ანგარიშებს იოლად ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა: ფიშინგი, ანგარიშის გატეხა და სპამი. შესაბამისად, ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს მავნე შინაარსის ინფორმაციების გასავრცელებლად თუ სხვა მიზნებისთვის.

ბოლოდროინდელი ანალიზი აჩვენებს, რომ გატეხილი Gmail ანგარიშები  ქსელში 60 დოლარად იყიდება.

როგორ შევინარჩუნოთ ანგარიში

თუ მომხმარებელს სურს, თავისი გუგლის ანგარიში შეინარჩუნოს, უბრალოდ, უნდა გასხსნას თავისი მეილი ორ წელიწადში ერთხელ მაინც, ან გამოიყენოს გუგლის ინსტრუმენტები, როგორიცაა გუგლის რუკა ან იუთუბზე ნახოს ვიდეოები გუგლის ანგარიშის გამოყენებით.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close