მსოფლიოპოლიტიკა

ევროკავშირი სახელმწიფო უნდა გახდეს – იტალიის ყოფილი პრემიერი მარიო დრაგი

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი აცხადებს, რომ ევროკავშირი სახელმწიფო უნდა გახდეს. როგორც „ევროაქტივი“ იუწყება, ამის შესახებ იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა თავმჯდომარემ, მარიო დრაგიმ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეშფოთებულია იმ კრიტიკული მომენტის გამო, რომელშიც ახლა ევროპა იმყოფება.

„ვიმედოვნებთ, ფუძემდებლური ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს, ჩვენს ერთიანობას შეგვანარჩუნებინებს. დღეს ეკონომიკის ზრდის მოდელი დაშლილია და გვჭირდება, ხელახლა გამოვიგონოთ ზრდის საშუალებები, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა გავხდეთ სახელმწიფო“, – განაცხადა მარიო დრაგიმ.

იგი მიიჩნევს, რომ დადგა დრო, ევროკავშირი გაერთიანდეს და სირთულეები, რომლებიც ევროკავშირის თითოეულ სექტორში არსებულ ფრაგმენტულ რეგულირებასთანაა დაკავშირებული, გადაილახოს.

დრაგიმ ასევე ისაუბრა ევროკავშირის საბაზრო პოტენციალზე და მას „ძალიან მცირე“ უწოდა. მისი თქმით, „არსებობს ძალიან ბევრი ბაზარი, ამიტომ მცირე კომპანიები, რომლებიც ევროპაში იბადებიან, როგორც კი იზრდებიან, იყიდებიან ან მიდიან აშშ-ში“.

ამასთან, მარიო დრაგიმ არ გამორიცხა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომები გრძელდება, ევროკავშირს შეუძლია გაძლიერება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მიმდინარეობს საუბარი გაფართოებაზე.

„ჩვენ, როგორც ევროპა, ვხარჯავთ რუსეთზე 3-5-ჯერ მეტს და სამხედრო ხარჯებში ინვესტიციებით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე ვართ. ამიტომ ეს ეხება უკეთესს კოორდინაციას. ეს განსაკუთრებული მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს საერთო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს“, – განაცხადა მარიო დრაგიმ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close