ვიდეოარტისტისაქართველო
ალ ბანოს ქართული Felicita (ვიდეო)
იტალიური სცენის ლეგენდა ალ ბანო ყველაზე ხშირად უმღერის ბედნიერებას, თავისუფლებას და ძალიან ცოტამ თუ იცის „ლიბერტასა“ და „ფელიჩიტას“ შექმნის რეალური ისტორია. მომღერლის ეს ორი სიმღერა ბედნიერებისა და თავისუფლების მსოფლიო ჰიტებად იქცა.
„სიმღერა „ფელიჩიტა“ 41 წლისაა, ჩემი კარიერა კი 60 წელზე მეტს ითვლის. გარდა იმისა, რომ ჯადოსნური სიმღერაა, „ფელიჩიტა“ ბედნიერების ჰიმნი გახდა. როგორ ან რატომ? – არ ვიცი! ეს ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა. არის სიმღერები, რომლებიც კუპიდონის ისარივით ხვდება მსმენელის გულს და იპყრობს მას“, – განაცხადა მომღერალმა.
ალ ბანო საქართველოს ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია და კონცერტი გამართა.
კომენტარები