სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მძიმე წონაში ქართული ფინალი გაიმართა, რომელიც საბა ინანეიშვილმა მოიგო

გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ძიუდოში ინდივიდუალური შეჯიბრებების ეტაპი საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

მეტიც, დღეს, 18 ნოემბერს გერმანიაში ქართული ფინალი გაიმართა – ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს +100კგ კატეგორიაში მოასპარეზე საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საბა ინანეიშვილმა მოიგო ვაზარით და გაფრთხილებებით, შესაბამისად, ირაკლი დემეტრაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მანამდე ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) ფინალური შეხვედრაში ბელგიელი იარნ დუიკი დაამარცხა იპონით და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

წინა დღეს, 17-ში ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა შორის 57 კგ-ში მოასპარეზე 18 წლის ნინო ლოლაძემ ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა, 73 კგ წონით კატეგორიაში კი კოტე კაპანაძემ მოიგო მესამე ადგილისთვის ბრძოლა და ნაკრებს  ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

ინდივიდუალურ შეჯიბრებებში მოპოვებული მედლების მიხედვით საქართველოს ნაკრები ვაჟთა შორის პირველ ადგილზე გავიდა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი – მეორეზე.

19 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close