ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 13 – 19 ნოემბერი
ორშაბათს, 13 ნოემბერს, ახალმთვარეობაა, შემდეგ კი ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ზრდის ფაზაში იქნება 27 ნოემბრის სავსემთვარეობამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს დრო განახლების პერიოდად განიხილება, 2023 წლის 13-დან 19 ნოემბრის ჩათვლით კვირის ჰოროსკოპი გვაფრთხილებს, რომ ბევრი რამ არ ისე მარტივი იქნება, დადებით ენერგიებთან ერთად, ნეგატიურიც დაიწყებს ძალების მოკრებას. ემოციურად საკმაოდ დაძაბულ კვირაში იმპულსურად მოქმედება უკიდურესად საშიში იქნება. ვნახოთ, რას გვეტყვიან ვარსკვლავები, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მთვარის ზეგავლენას, შევამციროთ მისი უარყოფითი ასპექტები და შევინარჩუნოთ სიმშვიდე.
ეს კვირა ძალიან ხელსაყრელი პერიოდია ყველა სახის წამოწყებისთვის. შეეცადეთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ, მაგრამ ახალ ნაცნობებთან ზედმეტად გულწრფელი არ უნდა იყოთ. ოთხშაბათს, თუ აქტიურობასა და კეთილსინდისიერებას გამოიჩენთ, სავარაუდოდ, მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა ოჯახურმა პრობლემებმა დაგაბნიოთ, მაგრამ რაც უფრო ნაკლებად იკამათებთ, მით მეტი დრო გექნებათ საყვარელი ადამიანებისთვის, მათზე ზრუნვისა და მათთან ერთად დასვენებისთვის.
სასიკეთო დღეები: 14, 17.
არასასიკეთო დღე: 13.
კურო
ამ კვირაში განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, რადგან არსებობს გაუგებრობისა და ჩხუბის შესაძლებლობა. კარგად დაუკვირდით, რას ამბობთ, რათა ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს. გაატარეთ თავისუფალი დრო მათთან ურთიერთობაში და ეცადეთ ნებისმიერი საკითხი მშვიდობიანად მოაგვაროთ. პროფესიულ სფეროში, ზოგადად, ყველაფერი კარგადაა, თუმცა სიახლეები არ არის. შეეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ თქვენი შანსი და ეს პერიოდი სტრატეგიული მოკავშირეების შესაძენად გამოიყენეთ. კარგი დროა უძრავი ქონების შესაძენადაც.
სასიკეთო დღეები: 17, 19.
არასასიკეთო დღე: 15.
ტყუპი
ამ კვირაში სამსახურში ენთუზიაზმისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. თუ თქვენს ენთუზიაზმს და ენერგიას სწორი მიმართულებით მიმართავთ, დაწინაურების კარგი შანსი გექნებათ. შემოქმედებითი აქტივობა დადებითად აისახება თქვენს განწყობასა და შრომისუნარიანობაზე. თუ სამუშაო ადგილი აღარ მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ იგი უფრო პერსპექტიულით, რადგან შესანიშნავ შეთავაზებას მიიღებთ. პროფესიულ სფეროში მოულოდნელმა მოვლენებმა შეიძლება ბრწყინვალე გამარჯვება მოგაპოვებინოთ თქვენს ყველა არაკეთილსინდისიერ მოწინააღმდეგეზე. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები.
სასიკეთო დღეები: 14, 19.
არასასიკეთო დღე: 18.
ამ კვირაში ბევრი და მრავალფეროვანი სამუშაო გექნებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, დრო ისე გაანაწილოთ, რომ ძალიან არ დაიტვირთოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს კვირა არ არის ხელსაყრელი პერიოდი ბიზნესისთვის, ჯერ მისგან რაიმე სარგებელს არ უნდა ელოდოთ. ცოტა მოიცადეთ, ამის დროც მოვა. კვირის ბოლოს ჯობია საოჯახო საქმეებს მიხედოთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, კარგი იქნება, ყველაფერზე სერიოზულად დაფიქრდეთ და რჩევა იკითხოთ. მეგობრებთან ურთიერთობა ახალი იდეებითა და კარგი პერსპექტივით გაგახარებთ.
სასიკეთო დღეები: 14, 16.
არასასიკეთო დღე: 19.
ამ კვირაში სამსახურში და საქმიან პარტნიორებთან მიმართებაში შეეცადეთ, უფრო თავშეკავებულად მოიქცეთ, არ გჭირდებათ ემოციები, ისაუბრეთ მშვიდად და აზრიანად. არავისთვის არაფრის დამტკიცება არ არის საჭირო, უმჯობესია, თქვენი ენერგია ახალი საქმიანი კავშირების დასამყარებლად მიმართოთ. პარასკევს თქვენი ხელმძღვანელები თქვენს მიზანდასახულობას და საქმიან გამჭრიახობას დააფასებენ და კუთვნილ ჯილდოზეც დაფიქრდებიან. მშვიდობა და კეთილდღეობა გელით ოჯახში. შაბათ-კვირა შემოქმედებითად გაატარეთ და თქვენი დიდი ხნის გეგმები განახორციელეთ.
სასიკეთო დღეები: 15, 19.
არასასიკეთო დღე: 18.
ქალწული
ამ კვირაში გამოჩენილი შრომისმოყვარეობა მოგვიანებით ღირსეულ ჯილდოს მოგიტანთ. კარგი პერიოდია მიზანდასახული ადამიანებისთვის, რომლებმაც იციან, რომ ცხოვრებაში მარტივად არაფერი ხდება. მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარების იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, მაგრამ ეცადეთ, არ იჯიუტოთ და ჯანსაღ კომპრომისზე წახვიდეთ ბიზნესპარტნიორებთან და კოლეგებთან. პირად ცხოვრებაში დიდი ყურადღება, გაგება და მოთმინება დაგჭირდებათ. თუ დიდი ხანია, არ დაგისვენიათ, ახლა კარგი დროა შაბათ-კვირას ქალაქგარეთ წასასვლელად და კარგად დასასვენებლად.
სასიკეთო დღეები: 17, 19.
არასასიკეთო დღე: 14.
სასწორი
ამ კვირაში თქვენი ოპტიმიზმითა და ენერგიით სამართლიანად მოიპოვებთ ირგვლივ მყოფების ყურადღებას და კეთილგანწყობას. სამშაბათი ცუდი დღეა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად, ამიტომ თუ ამას აპირებთ, ჯობია, მოიცადოთ რამდენიმე დღე; სამაგიეროდ ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი მუშაობისთვის. ოთხშაბათს შეიძლება კარგი ამბავი გაიგოთ ან პრემია მიიღოთ. პარასკევს უარი თქვით პირად ამბიციებზე, ეს დროს, ენერგიას და ნერვებს დაგიზოგავთ. კვირის ბოლოს შეეცადეთ, გააკონტროლოთ თქვენი ხარჯები. კვირადღე უმჯობესია სახლში ან მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 13, 17.
არასასიკეთო დღე: 15.
სამსახურში გაზრდილი მოთხოვნების გამო ეს კვირა თქვენთვის ძალიან დაძაბული იქნება. უარს ნუ ეტყვით კოლეგებს დახმარებაზე, სათანადოდ დაგიფასდებათ მხარდაჭერა. რაც მთავარია, არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი. შუა კვირაში მოგიწევთ ძალების მობილიზება გადამწყვეტი მოქმედებისთვის, მაგრამ პირადი ცხოვრებაც არ უნდა დაივიწყოთ. შეეცადეთ, ემოციებისგან თავი შეიკავოთ და მშვიდად შეასრულოთ დავალებები, მაშინ ყველაფერი გაცილებით უკეთესად წარიმართება და შედეგზე დადებითად აისახება. შაბათ-კვირას მოაწყვეთ პატარა, მაგრამ სანახაობრივი ზეიმი ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრებისთვის – მათ გარემოში კარგ დროს გაატარებთ.
სასიკეთო დღეები: 15, 18.
არასასიკეთო დღე: 14.
მშვილდოსანი
ეს კვირა სავსე იქნება დაძაბული და არაპროგნოზირებადი მოვლენებით. სასურველია სერიოზული საქმეები მომავალ კვირამდე გადადოთ, შემოქმედებითად დაკავდეთ და პირადი პრობლემები მოაგვაროთ. უარს ნუ იტყვით მეგობრების დახმარებაზე, ეცადეთ, არ ჩაერთოთ კამათში, რამაც შეიძლება კარგი განწყობა გაგიფუჭოთ. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ. ამ პერიოდში ნუ ეცდებით რაიმე ახალ პროექტში ჩართვას, ნუ აიღებთ ახალ ვალდებულებებს და ეცადეთ, პირად ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები არ შეიტანოთ.
სასიკეთო დღეები: 14, 17.
არასასიკეთო დღე: 19.
კვირის დასაწყისში შესაძლებელია ფინანსური პრობლემები და მოულოდნელი ხარჯები. საერთოდ, ამ პერიოდში არ უნდა ელოდოთ დიდ პროგრესს ცხოვრების არცერთ სფეროში. სიმშვიდე და მოთმინება არის ის, რაც ამ დღეებში ძალიან დაგჭირდებათ. არჩევანის გაკეთება ყოველთვის რთულია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ. კოლეგები მოგმართავენ რჩევისთვის ან დახმარებისთვის. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ, მაგრამ ზედმეტ ტვირთს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. ამასთან, არ მისცეთ საშუალება უცხო ადამიანებს, თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიონ, მაგრამ საყვარელი ადამიანების და მეგობრების რჩევებს მოუსმინეთ, საკუთარი გონების პრიზმაში გაატარეთ და ისე იმოქმედეთ.
სასიკეთო დღეები: 15, 17.
არასასიკეთო დღე: 13.
ამ კვირის პირველ სამ დღეში მოსალოდნელია განწყობის უეცარი ცვლილება, თუმცა ამას განსაკუთრებული მიზეზები არ აქვს. სამშაბათს ზედმეტად ნუ ენდობით კეთილისმყოფელთა რჩევებს, უფრო მეტად საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. ხუთშაბათს არ უნდა წახვიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში ან მივლინებაში. პარასკევს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც რაღაცის შეცვლას და სამუშაოსა თუ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს, რათა კარგი შესაძლებლობები ან მინიშნებები არ გამოეპაროთ. მარტოხელა მერწყულებს შესაძლოა ბედი გაეხსნათ და ოჯახის შექმნაზე სერიოზულად დაფიქრდნენ.
სასიკეთო დღეები: 14, 18.
არასასიკეთო დღე: 13.
უმჯობესია ამ კვირაში ბევრი არ ილაპარაკოთ, ეს დაპირისპირებისგან გიხსნით და არაკეთილსინდისიერებს არ მისცემს შანსს, მოვლენების მსვლელობაში ჩაერიონ. სამშაბათს შეიძლება სხვადასხვა სახის ბიუროკრატიული პრობლემები შეგხვდეთ, ნუ მიიღებთ ამას დამარცხებად, უცბად ნუ დაყრით ფარ-ხმალს, მოთმინება იქონიეთ და ყველაფერი კარგად დასრულდება. ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი კვირაა. შეიძლება თანხა მიიღოთ დამატებითი წყაროდან (ვთქვათ, დივიდენდები ინვესტიციებიდან). პირად სფეროში სრული ჰარმონია და ურთიერთგაგებაა. შაბათ-კვირას აქტიურად დაისვენეთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.
სასიკეთო დღეები: 15, 19.
არასასიკეთო დღე: 13.
თამთა გურული
კომენტარები