პოლიტიკასაქართველო

ევროკომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით

ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი 8 ნოემბერს, რომელიც საქართველოს დროით 15:00 საათზე გაიმართა.

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ნამდვილად იქნა გადადგმული ნაბიჯები. გილოცავთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირს მიმართა წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.

2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close