კინო/ფილმებიქართველები უცხოეთში

გარდაიცვალა კინორეჟისორი ლია ელიავა, იგი 1999 წლიდან ემიგრანტი იყო

გარდაიცვალა კინორეჟისორი ლია ელიავა. იგი 1999 წლიდან იგი ემიგრანტი იყო – ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ცხოვრობდა და იქვე აღესრულა. ამის შესახებ ინფორმაციას კინოსტუდია „ქართული ფილმი“ ავრცელებს.

„ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ფინეთში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, მწერალი, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს მედლის ლაურეატი, კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის ახალგაზრდული ფესტივალების ლაურეატი, საქართველოს კინოაკადემიის წევრი ლიანა ელიავა“, – ნათქვამია კინოსტუდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლიანა ელიავა 1939 წლის 31 აგვისტოს დაიბადა ხობში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1970 წელს – მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ რომის სახელოსნო). 1970 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორია.

ლიანა ელიავას გადაღებული აქვს ფილმები: „ბზიანეთი“, „ეპისკოპოსი ნადირობაზე“, „მშვენიერი კოსტიუმი“, „სინემა“ და სხვა. ავტორია წიგნებისა: „სიზმრად ნანახი ფილმები“ (თბილისი, 2004), „კინო უეკრანოდ“ (თბილისი, 2011) და სხვა.

ლია ელიავას 25 ოქტომბერს დაკრძალავენ თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close