მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

აგრესიული ყვავები თავს ესხმიან სახლებს და მანქანებს – რა ხდება ესპანეთის ერთ-ერთ ქალაქში (ვიდეო)

ესპანეთის ქალაქ პრავიაში, ასტურიის პროვინციაში, ყვავები ადგილობრივი მოსახლეობის სახლებსა და მანქანებს თავს ესხმიან. ინფორმაციას Oddity Central-ი ავრცელებს.

ჩიტების აგრესიული ქცევა მოქალაქეებმა მაისში შენიშნეს. გაურკვეველი მიზეზის გამო ყვავები მთელი ძალით ეჯახებოდნენ სახლებსა და მანქანების ფანჯრებს. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ჩიტები თავსაც იზიანებდნენ.

თავდაპირველად ადგილობრივ მოსახლეობას სჯეროდა, რომ ყვავები ამ გზით იცავდნენ თავიანთ შვილებს საფრთხისგან. ახლა ქალაქის ზოგიერთი მცხოვრები ვარაუდობს, რომ ყვავები თავს ესხმიან სახლებს საკვების ნაკლებობის გამო.

ადგილობრივი ხელისუფლება და ქალაქის მერი უკვე რამდენიმე თვეა იღებენ საჩივრებს მცხოვრებლებისგან, მაგრამ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ფრინველების შეჩერება ამ დრომდე ვერ შეძლეს. ხელისუფლება ცდილობდა ყვავების დაჭერას ხაფანგების გამოყენებით და მათი დაშინებას სპეციალური ბუშტებით, მაგრამ უშედეგოდ. ქალაქის ხელისუფლება ახლა ბადეების გამოყენებას გეგმავს აგრესიული ფრინველების დასაჭერად.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close